საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია – დევი ხეჩინაშვილი
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. კლინიკების დაფინანსების DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს VIP მომსახურებას აღარ დაუფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს თვითონ ან თუ დაზღვეულია, კერძო სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.…


