დაზღვეული ფართობების მოცულობა 14%-ით გაიზარდა – აგროდაზღვევის შედეგები
ივნისში, საქართველოში დაზღვეული ფართობების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის 17 300 ჰექტარზე მეტი ფართობია დაზღვეული. „მზარდი მონაცემები იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ ფერმერები. ამის ერთ-ერთი წინაპირობა ასევე არის ის, რომ ვაზის შემთხვევაში წინა წლებში ჩვენ გვქონდა 50%-იანი თანადაფინანსება და წელს …

