„წელიწადში დაახლოებით 120 000 ზარალი ანაზღაურდება“ – ასოციაცია ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. ცვლილებების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სექტორი წლების განმავლობაში ელის ამ ცვლილებას, რომლის…


