„ჯანდაცვის ბარათი“ არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დაზღვევა – ესაა ფასდაკლებების სერვისი“
ბოლო პერიოდში ბაზარზე „ჯანდაცვის ბარათი“ გამოჩნდა. ესაა თვეში გარკვეული, ფიქსირებული თანხის გადახდის შემთხვევაში ფასდაკლებებით სარგებლობის სერვისი სამედიცინო დაწესებულებებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და აფთიაქებში. ფასდაკლების დიაპაზონი 10-დან 75%-მდეა. ჯანდაცვის ბარათი „ვიტა“ საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანიით გამოირჩევა. არის თუ არა აღნიშნული ბარათი კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის „შემავსებელი“ და რამდენად აქვს მას განვითარების პერსპექტივა ქართულ ბაზარზე?…


