სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირდა

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ეს ტენდენცია ეხება გასაჩვრების სამივე მიმართულებას – მედიაციას, ზედამხედველობას და სასამართლოს. დევი ხეჩინაშვილი ამას მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდით და ასევე იმით ხსნის, რომ კომპანიებმა მათსავე ფარგლებში მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებები შექმნეს. შესაბამისად, დაზღვეულების პრეტენზიებს თავად კომპანიები აგვარებენ. …