დაზღვევის დღე-2 მაისი

2 მაისი დაზღვევის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა და სადაზღვევო კომპანიების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს.