2 მაისი დაზღვევის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა და სადაზღვევო კომპანიების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს. წელს კვირეულის დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უმასპინძლა.
1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა „დაზღვევის შესახებ“ პირველ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.
“სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია”







