„ჯანდაცვაში რაღაც კატეგორიებისთვის სავალდებულო დაზღვევა უნდა შემოვიღოთ“ – დევი ხეჩინაშვილი
,,სადაზღვევო ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საჭიროა 2017 წელს ამოქმედებული რეგულაციის გაუქმება, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში ადამიანი სახელმწიფო დაზღვევას კარგავს.

