ეკონომიკურ ფორუმზე ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით, რაც ძალიან საინტერესოა, – განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიის დასრულების შემდეგ. დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.
„ეკონომიკურ ფორუმზე მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით. სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იყო საკითხი დაყენებული, რომ ჩვენი ხედვით სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზების“, – განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა.
“ბიზნეს ინსაიდერი საქართველო”






