ისტორია
საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია დაარსდა 1996 წელს და წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის გაერთიანებას.
წლების განმავლობაში ასოციაცია ასრულებს მნიშვნელოვან როლს დაზღვევის განვითარებასა და შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი ბაზის შექმნა-დანერგვაში. გააჩნია ლობირება-ადვოკატირების დიდი გამოცდილება და განიხილება სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებული პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ და ავტორიტეტად.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მედიასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციულად მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასოციაცია არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სიახლის ინიციატორი და განმახორციელებელი.
რეგულარულად მონაწილეობს სადაზღვევო თემატიკასთან დაკავშირებულ განხილვებში საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. საპროექტო საქმიანობის დიდი გამოცდილებით, იგი გახლავთ რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების ინიციატორი და მონაწილე.
ასოციაციას გააჩნია დიდი გამოცდილება როგორც პროფესიული, ისე საზოგადოებრივი განათლების განხორციელებაში და საინფორმაციო მენეჯმენტში.
მიზნები / ამოცანები
პროექტები
დაზღვევის მედიაცია
სადაზღვევო-საინფორმაციო ბიურო
სადაზღვევო-საინფორმაციო ბიურო შექმნილია სადაზღვევო კომპანიებისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ინიციატივით.
უზრუნველყოფს ბიუროში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის ავტოტრანსპორტის დაზღვევის ფარგლებში დამდგარ სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ბიუროს
ინფორმაციის გაცვლის სისტემის საშუალებით. ინფორმაციის გაცვლა ხდება სადაზღვევო რისკების და პირობების შეფასების მიზნით.
სადაზღვევო გზამკვლევი
010-2015 წ.წ ფუნქციონირებდა სადაზღვევო გზამკვლევი, რომლის მისიას წარმოადგენდა:
- მომხმარებლის მხრიდან ადექვატური მოლოდინის ჩამოყალიბების ხელშეწყობას;
- საზოგადოების მოთხოვნის უკეთ გათვალისწინებას; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას;
- საზოგადოების მხრიდან ინფორმირებული არჩევნის გაკეთების ხელშეწყობას;
- სადაზღვევო სფეროს დაინტერესებულ მხარეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
- სადაზღვევო გზამკვლევის ძირითადი მიზნები იყო სადაზღვევო მომსახურებისადმი მომხმარებლის მოლოდინის გამართლება;
- მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა;
- სადაზღვევო მომსახურების ხარისხზე მომხმარებლის გავლენის გაზრდა;
- სადაზღვევო კომპანიებსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავების არასასამართლო გზით მოგვარება;
- მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების შესწავლა და დანერგვის ხელშეწყობა;
- სადაზღვევო კოლტურის გაუმჯობესება.
