სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი იმერეთში ერთდროულად რამდენიმე კლინიკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს ალდაგი ბისიაი 6 კლინიკის აშენებას გეგმავს. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ქუთაისში 6200 კვ. მეტრის მიწის ფართზე 70-საწოლიანი მრვალაპროფილური კლინიკა აშენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, ტყიბულში 4535 კვ. მეტრის ფართზე 15-საწოლიანი კლინიკა აშენდება, თერჯოლაში 2410 კვ. მეტრის მიწის ფართზე 15-საწოლიანი კლინიკა აშენდება, ხოლო 2373 კვ. მიწის ფართობი ხონის 20- საწოლიან კლინიკას დაეთმობა, ამ რაიონების გარდა ალდაგი ბისიაი კლინიკებს ფოთსა და წყალტუბოში ააშენებს. საავადმყოფოების მშენებლობას ალდაგი ბისიაი 2011 წლის დეკემბრისთვის დაასრულებს.