დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ,,ირაო’’-მ ავტომობილის დაზღვევის ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს – ,,კასკო დანაზოგი ოჯახისთვის” –ოჯახის ნებისმიერი 2 წევრის ავტომობილის დაზღვევა 1-ის ფასად.
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ,,ირაო’’ – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, აქტიურად აგრძელებს საცალო ბაზარზე ოპერირებას და ბაზრის მოთხოვნებიდან და მომხმარებელზე ორიენტირებულობის პრინციპიდან გამომდინარე, ,,ირაო”-მ ოჯახი ცალკე მიზნობრივ სეგმენტად გამოყო და ამის მიხედვით ავტომობილის დაზღვევის ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს – ,,კასკო დანაზოგი ოჯახისთვის” –ოჯახის ნებისმიერი 2 წევრის ავტომობილის დაზღვევა 1-ის ფასად. ეს არის ძალიან ხარჯეფექტური და ეკონომიური პროექტი.
სადაზღვევო ტარიფი, ასევე პროდუქტის კონცეფციიდან გამომდინარე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული კრიტერიუმებით განისაზღვრა და შეადგენს წლიურ 5%ს.
კომპანია ,,ირაო” ორიენტირებულია არამხოლოდ კასკოს პორტფელის გაზრდაზე, რომელიც აისახება მოზიდულ პრემიაში, არამედ კომპანიის საბოლოო მიზანია სრულად გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი, რისი შესაძლებლობებიც კომპანიას ნამდვილად გააჩნია. მომავალში დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ,,ირაო”- ვენის სადაზღვევო ჯგუფი საკმაოდ ბევრ სიახლეებს ჰპირდება მომხმარებელს. იგეგმება როგორც კორპორატიულ ასევე საცალო ბაზარზე კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება, არსებული პირობების გაუმჯობესება და სხვა მრავალი საინტერესო პროექტების განხორციელება.







