საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა მსოფლიო ხსოვნის დღეს. იგი ორგანიზებული
იყო ა(ა)იპ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ.
გარდა სადაზღვევო კომპანია ”აი სი ჯგუფისა” მემორანდუმს ხელი მოაწერეს
შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ესტონეთის საელჩოების და
გაეროს წარმომადგენლობითი ოფისის ოფიციალურმა პირებმა. ამ მემორანდუმს
ასევე შეუერთდნენ თბილისის საკრებულო და განათლების და მეცნიერების
სამინისტრო.
16 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ აქციას შეუერთდა, რომელიც ” საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “საქართველოს წითელი ჯვარი ჩაატარა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა, რომლებმაც თბილისის ქუჩებში მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს მოუწოდეს საგზაო წესების დაცვისკენ.
აისი ჯგუფმა თავის მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მოუწოდა მანქანის მართვისას მაღალი პასუხისმგებლობისკენ.







