წევრები

1990 წლიდან პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც საქართველოში დაზღვევის კულტურასა და ისტორიას ქმნის. ალდაგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ქონების და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან და ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს.

დაარსდა 2001 წლის 8 მაისს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში, ორგანიზაცია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“-ს წევრია. „ჯი პი აი ჰოლდინგი“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შევიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში.

ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია წარმოდგენილია ევროპის 8 ქვეყანაში.

2004 წელს დაარსდა. 2007 წლიდან კომპანიის ძირითადი აქციონერი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია-ავსტრიული, ვენის სადაზღვევო ჯგუფი (Vienna Insurance Group AG Wiener Versicherung Gruppe VIG) ხდება. 2010 წლიდან ირაო საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის სერთიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელია დაზღვევის და გადაზღვევის მომსახურების, სიცოცხლის და არა სიცოცხლის დაზღვევის კორპორატიულ და საცალო სეგმენტში.

საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია და ამავე დროს ალდაგის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაა, რომელიც 2014 წლის 1 აგვისტოდან წარსდგა სადაზღვევო ბაზარზე. „იმედი L როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევის კუთხით ინოვაციურ პროდუქტებსა და მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს.

სს „ქართუ დაზღვევა“ დაფუძნდა 2001 წლის 13 სექტემბერს. ძირითადი დამფუძნებელია (კაპიტალის 82.27%-ის მფლობელი) სს „ბანკი ქართუ“. 2001-2013 წლებში კომპანია ემსახურებოდა „ქართუ ჯგუფი“-ს წევრ კომპანიებს და ახორციელებდა ჯანმრთელობის დაზღვევის სოციალურ პროგრამას საჩხერის რაიონში. 2014 წლიდან აქტიურად გამოჩნდა სადაზღვევო ბაზარზე და უკლებლივ ყველა მომხმარებელს (იურიდიულ და ფიზიკურ პირებს) სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს სიცოცხლისა და არა სიცოცხლის დაზღვევის ყველა სახეობაში. სადაზღვევო კომპანიას გააჩნია წარმომადგენლობები როგორც ბათუმში, ფოთში და თელავში, ასევე პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისა და ფარმაცევტული კომპანიების ფართო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან: Syndicates of Lloyd’s, Allianz, ACE, HDI- Gerling, Munich Re, SCOR, Hannover Re,  Polish Re, Zurich, AXA, Partner Re, Everest, Catlin Re, Trans Re, Trust Re, Sava Re, CHUBB, Generali, General Insurance Corporation of India, AON, Marsh, Mapfre Re, Atradius Re, Ingosstrakh, Willis. 

სს “გრინ დაზღვევა საქართველო” 2013 წელს დაარსდა და ბაზარზე ოპერირებდა “საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“-ს სახელით. 2020 წლის დასაწყისში, ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“, ს.ს. „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ შეიძინა. რებრენდინგის შედეგად შეიცვალა კომპანიის სახელი და „გრინ დაზღვევა საქართველო“ განახლებული პოზიციონირებით წარსდგა სადაზღვევო ბაზარზე.

სს “გრინ დაზღვევა საქართველო”  მომხმარებელს სთავაზობს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს – ავტომობილის, მოტოციკლის, ქონების, პასუხისმგებლობის, ტვირთისა და სიცოცხლის დაზღვევას, საბანკო გარანტიებსა და სხვ. კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურებას და მუდმივად ზრუნავს კლიენტებსა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე.

დაფუძნდა 2007 წელს სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“-ს სახელწოდებით, აზერბაიჯანის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „სტანდარტ დაზღვევის“ მიერ, რომელიც 20 მილიონი ევროს კაპიტალით, 13 წლიანი წარმატებული ისტორიით და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით უპრეცედენტო ლიდერია აზერბაიჯანის სადაზღვევო ბაზარზე. სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“-მ, 2018 წლის 23 თებერვლიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმი“. კომპანია  პროგრესულად განვითარებადი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ხანგრძლივ ვადიან ურთიერთობასა და ნდობაზეა დაფუძნებული.

2016 წლის ბოლოს თიბისი ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა და დღეს ის უკვე „თიბისი დაზღვევის“ სახელით საქმიანობს. ისევე, როგორც თიბისი ბანკისთვის, თიბისი დაზღვევისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული მომსახურებებია. ეს პრიორიტეტი კი მომსახურებაზეც აისახება. ტარიფებისა და მომსახურებების თვალსაზრისით, ახალი ბრენდი თიბისური მენეჯმენტითა და მართვის სტილით სადაზღვევო სფეროშიც ახალ ხელწერასა და მეტ აქტიურობას შეიტანს. თიბისი ბანკის ფილიალებში უკვე იყიდება თიბისი დაზღვევის პროდუქტები: ავტო დაზღვევა, ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, საკრედიტო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სამოგზაურო დაზღვევა, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტისთვის.

პირველი საერთშორისო, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია საქართველოში. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალმა, საერთაშორისო რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიამ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ დაიწყო ოპერირება. კომპანიის ძირითადი დამფუძნებლები არიან: საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია Global Benefits Group და ქართული ჰოლდინგური კომპანია – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG). Global Benefits Group (GBG) არის 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი და წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. კომპანიას აქვს ოპერირების 36-წლიანი გამოცდილება გლობალურ ბაზარზე, წარმოდგენილია მსოფლიოს 120 ქვეყანაში და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. GBG-ის სამედიცინო პროვიადერთა ქსელში გაერთიანებულია 10 000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) 20-წლიანი გამოცდილების ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს ფლობს, საქართველოს ენერგო სექტორზე მკაფიო აქცენტით. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ GBG-ის ოფიციალური რეგიონალური წარმომადგენელია საქართველოში და ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი, ასევე, მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას კორპორატიული სეგმენტისათვის. პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით ხელმძღვანელობს, რადგანორგანიზაციისა თუ პიროვნების რისკები უნიკალურია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ რისკების საფუძვლიანი ანალიზის შედეგადშეიძლება, საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვევო გეგმის შექმნა. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მისი სადაზღვევო პროდუქტების საერთაშორისო განზომილება და მომსახურები განსაკუთრებით მაღალი სტანდარტია.

დაარსდა 2009 წლის 2 ივნისს. დამფუძნებელია „ავერსი ფარმა“. კომპანია 100%-ით ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული. დღეს ალფა ახორციელებს ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას დაზღვევის ყველა სახეობაში, მათ შორის: ჯანმრთელობის, ავტომობილების, სამოგზაურო, ტვირთების, ქონების, სტომატოლოგიური, სიცოცხლის, პასუხისმგებლობის და უბედური შემთხვევისგან დაზღვევა. სადაზღვევო პროდუქტების საიმედოობას განაპირობებს საერთაშორისო მაღალრეიტინგული გადამზღვევი კომპანიები. ალფას განვითარება და წინსვლა ყოველთვის მომხმარებლის მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით იგეგმება, რაც არის მისი, როგორც კომპანიის განვითარების საფუძველი.

 წარმატებული ქართული ბრენდია, რომლის ისტორია 2010 წლიდან იწყება და დღეს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე. წლებთან ერთად არდი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, საზოგადოების სულ უფრო და უფრო მძლავრი დასაყრდენი ხდებოდა, რომელიც ინოვაციებზე, ახალ მიდგომებსა და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე იყო ორიენტირებული. ამ მიზნების გათვალისწინებით, არდი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი კომპანია, მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა. იგი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს და მსხვილ კორპორაციებს, ასევე საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს.

სს „ბბ დაზღვევა“ სს „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანიაა. 2017 წლიდან სს „ბბ დაზღვევა“ უმსხვილესი ჩინური ინვესტორის, ჰუალინგ ჯგუფის წევრია. კომპანია გამოირჩევა მარტივი და მოქნილი სადაზღვევო პროდუქტებით: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომფლობელთა  პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა.

გამჭვირვალობა, სიმარტივე, სისწრაფე, ინოვაციურობა და კვალიფიციურობა- ეს ის თვისებებია, რომლითაც ბრენდის მოკლე დახასიათება შეიძლება.

არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უნივერსალური, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების სქემის შექმნა. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. კომპანიისთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და მათთვის გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებების შეთავაზება.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც დაარსებულია 2010 წელს. კომპანიის მენეჯმენტში არის სადაზღვევო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მმართველი გუნდი. 2024 წლამდე კომპანია ბაზარზე ოპერირებდა “არდი დაზღვევის” სახელით, თუმცა სტრატეგიული გაყოფის შემდეგ კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად სადაზღვევო კომპნაია ავტოგრაფის სახელით აგრძელებს ბაზარზე პოზიციონირებას.