დაზღვევის მედიაციის შესახებ
სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის დაცულობისა და კომფორტულობის ასამაღლებლად, დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების/უთანხმოების არასასამართლო გზით მხარეთა მორიგების მიზნით ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციასა“ და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმდა შეთანხმება „დაზღვევის მედიაციის” შესახებ.
ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციამ“ მომართვების მიღება დაიწყო 2015 წლის 1 აპრილიდან.
მომხმარებლისთვის – გამოხმაურება
სადაზღვევო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების შემთხვევაში მორიგების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ „სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიციას“
