სადაზღვევო ტერმინთა განმარტება

დაზღვევის სახეობები

დღეისათვის საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული დაზღვევის  სახეობებია:
  • სიცოცხლის დაზღვევა
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უბედური შემთხვევის დაზღვევა
  • სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა
  • სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა)
  • სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა
  • საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა)
  • საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • მცურავი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა)
  • მცურავ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • ტვირთების დაზღვევა
  • ქონების დაზღვევა
  • დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან
  • ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა
  • საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • იურიდიული ხარჯების დაზღვევა

დაზღვევის ფორმები

დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით:

ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.

სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.
სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

ფაქტები დაზღვევის ისტორიიდან

რომი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წლიდან რომაილი ასოციაციები, გილდიები არსებობდა, რომლებიც თავიდან რელიგიური ჯგუფების სახით ყალიბდებოდნენ. მაგალითად ე. წ. დამკრძალავ კლუბებში დაკრძალვისათვის აუცილებელი თანხის გადახდა ხდებოდა და აქვე სიცოცხლის დაზღვევის პირველ ჩანასახებსაც ვხვდებით.
1347 წლის საზღვაო შეთანხმება
დაზღვევის ძირეული განვითარება ევროპელების მიერ ახალი მიწების ათვისებისთანავე დაიწყო. გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამ გემთმშენებლობის, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ ახალი საფრთხეებიც გამოიწვია.რისკებისგან თავის დასაცავად გემების მფლობელები და ვაჭრები სავაჭრო ექსპედიციების დროს ერთმანეთში თანხმდებოდნენ: რომელიმეს ქონების დაზიანება- განადგურების შემთხვევაში, ზარალს ამ პირობის ყველა მოკავშირე გაიზიარებდა. ჩვენამდე მოღწეული ასეთი საზღვაო შეთანხმება 1347 წლით თარიღდება.
ბაბილონი
ურთიერთდაზღვევის და ურთიერთდახმარების მაგალითების პოვნა ბაბილონის (1760 წელი ჩვენს ერამდე) დროსაც შეიძლება, სადაც დაზღვევის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ფორმებს საზღვავო გადაზიდვების ე.წ. bottomry და respodencia კონტრაქტები წარმოადგენს – გემის მფლობელი იღებდა სესხს, გირაოში კი დებდა არა მარტო გემს ან სხვა ფასეულობას, არამედ საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს. ჰამურაბის მეფობის დროს (II ათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე), როდესაც ბაბილონი მსხვილ სავაჭრო ცენტრად იქცა და მასზე მრავალი საქარავნო გზა გადიოდა, ამგვარი კონტრაქტების პრაქტიკა ლეგალიზებული იქნა (ჰამურაბის კანონი).
ლონდონი
ქონების დაზღვევის სფეროში ძირითად ბიძგად 1666 წელს ლონდონის დიდი ხანძარი იქცა. რომლის დროსაც ლონდონის ცენტრში 13200 შენობა განადგურდა. ამის მერე დაფუძნებულმა გაერთიანებებმა დაიწყეს შენობების ხანძრისგან დაზღვევა. ითვლება, რომ სიცოცხლის დაზღვევის იდეა ასევე დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა. 1762წელს შეიქმნა კომპანია - Equitable Life Assurance Society, ის დღესაც განაგრძობს საქმიანობას.
ლოიდსის ყავახანა
1689 წელს დაიწყო "ლოიდსის ისტორია". ედვარდ ლოიდის ყავახანის ბაზაზე, სდაზღვევა 1650-იან წლებში ტემზას მახლობლად მდებარე ყავახანაში შეკრებილი რამდენიმე გაბედული პიროვნებით იწყება, რომლებმაც 370-ზე მეტი წლის წინ გადაწყვიტეს დაეზღვიათ თავიანთი გემები და მოგზაურობა. ლოიდსის ყავახანა მალე გადაიქცა სადაზღვევო ბაზრის პროტოტიპად, ხოლო მისი მფლობელი ედვარდ ლოიდი-სადაზღვევო კომპანიების ფუძემდებლად.ადაც გემების მფლობელები, საზღვაო მზღვეველები და ვაჭრები გადაზიდვის პირობებზე შესათანხმებლად იკრიბებოდნენ, მზღვეველებისა და საზღვავო ბროკერების კორპორაცია შეიქმნა, რომელიც 1774 წელს, მეფის ბრძანებულებით ოფიციალურად იქნა დამტლიცებული, ხოლო 1871 წელს პარლამენტის აქტით რეგისტრაციაში გატარდა.
პირველი მანქანის დაზღვევა
პირველი მანქანის დაზღვევის პოლისი აშშ-ში გაიყიდა. ვინაიდან, 1898 წელს მანქანები იშვიათობას წარმოადგენდა, ავტომობილის დაზღვევის იდეა იმ დროს უკიდურესად ეგზოტიკური იყო. პირველი ადამიანი გახლდათ მისტერ მარტინი, რომელმაც თავისი მანქანა 500 აშშ დოლარად დააზღვია, ხოლო პრემიის სახით 12 აშშ დოლარი და 25 ცენტი გადაიხადა.
პირველი სადაზღვევო ხელშეკრულება
პირველი სადაზღვევო ხელშეკრულება საზღვაო მოგზაურობების დაზღვევას ეხებოდა და ის 1347 წელს ქალაქ გენუაში დაიდო.
უცნაური სადაზღვევო პოლისები
დაზღვევა ფინანსურად გვიცავს იმ მოულოდნელი შემთხვევებისაგან, რომლებიც შესაძლოა დიდი ფინანსური დანაკარგის მომტანი იყოს ჩენთვის. თუმცა, თანამედროვე სამყაროში არსებობს „საკმაოდ უცნაური“ სადაზღვევო პოლისებიც.მაგალითად, არსებობს დაზღვევა, რომელიც უცხოპლანეტელების მიერ გატაცებისაგან, კინოში გადაჭარბებული სიცილით გარდაცვალებისაგან, ან თუნდაც დაქორწინების გადაფიქრებისგან გვიცავს.
დაზღვევა ფეხს უბამს ყველა ინოვაციას
1848 წელს გაიცა პირველი სადაზღვევო პოლისი მატარებლის მგზავრების დაზღვევისათვის; 1851 წელს-ეტლის დაზღვევისათვის; 1911 წელს-პირველი საავიაციო სადაზღვევო პოლისი; 1965 წელს შეიქმნა კოსმოსური თანამგზავრის დაზღვევის პოლისი; 1990 წლიდან კიბერ დაზღვევის პოლისების გაყიდვა დაიწყო; დაზღვევაში ინოვაციებისკენ სწრაფვა დღესაც გრძელდება. „ინშურტეკი“ აიძულებს ინდუსტრიას იფიქროს მომავალზე, მისგან გამომდინარე არსებულ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე. პირველი ადამიანი გახლდათ მისტერ მარტინი, რომელმაც თავისი მანქანა 500 აშშ დოლარად დააზღვია, ხოლო პრემიის სახით 12 აშშ დოლარი და 25 ცენტი გადაიხადა.
ყველაზე პოპულარული დაზღვევის სახეობა
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ დაზღვევას სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს. სიცოცხლის დაზღვევის გავრცელება მე-16 და მე-17 საუკუნეებში ინგლისში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში დაიწყო. პირველი, ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ინგლისში 1583 წელს გაიცა. მას შემდეგ ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლის დაზღვევა იყიდება მსოფლიოში.
ძვირადღირებული სიცოცხლე
გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, 2014 წელს, ყველაზე ძვირადღირებული სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ანონიმურმა მარტოხელა მილიარდერმა შეიძინა, რომელიც Silicon Valley-ში ცხოვრობს. მან პოლისი 201 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდა. სადაზღვევო ორგანიზაციამ არ გაამხილა მისი სახელი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მილიარდერის გარდაცვალების შემთხვევაში მზღვეველი 201 მილიონ აშშ დოლარს აანაზღაურებს.
სხეულის ნაწილების დაზღვევა
„უხმო“ კინოს ვარსკვლავმა ბენ ტერპინმა სხეულის ნაწილების დაზღვევის ტენდენცია 1920 წელს დაიწყო. მან 25 000 აშშ დოლარის ღირებულების პოლისი შეიძინა ლონდონში იმ შემთხვევისთვის, თუ მისი სავიზიტიო ბარათი-ელამი თვალები ოდესმე გასწორდებოდა.მოპარული
სამოგზაურო დაზღვევა
მოგზაურობის დროს, თავგადასავლების ძიებისას, შესაძლოა არაერთი უცნაური ამბავი გადაგხდეთ თავს. ასეთი შემთხვევების ანაზღაურებულა სამოგზაურო დაზღვევის ფარგლებში, მაგალითად: სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობისას კობრის კბენისგან მიღებული დაზიანება, დაივინგის დროს დაკარგული საქორწინო ბეჭედი, რომის სასტუმროში მაღალი ელექტრო ძაბვის შედეგად დასატენად შეერთებული კამერის დაზიანების ხარჯი, კანადაში ტატუს გაკეთების შედეგად ალერგიული რეაქციის ხარჯი, ინდონეზიაში მაიმუნების მიერ „მოპარული“ არაერთი ნივთის ხარჯი და სხვა.პირველი, ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ინგლისში 1583 წელს გაიცა. მას შემდეგ ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლის დაზღვევა იყიდება მსოფლიოში.
ყველაზე დიდი სადაზღვევო ზარალი
2005 წელს მომხდარი ქარიშხლების: კატრინას, რიტას და ვილმას შედეგად დაფიქსირდა ჯამური რეკორდული სადაზღვევო ზარალი, რომლის ოდენობაც 130 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
ჩაძირული გემი
1912 წელს ტიტანიკის ბორტზე მყოფი მგზავრების უმეტესობა სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევით სარგებლობდა. სადაზღვევო ორგანიზაციამ იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი-1.1 მილიონი აშშ დოლარი აანაზღაურა.

დაზღვევის დღე – 2 მაისი

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი 2022 წლის 2 მაისს ჩაეყარა ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და მასთან არსებული ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1997 წლის 2 მაისს პირველად მოეწერა ხელი დაზღვევის შესახებ კანონს.