ისტორია

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია დაარსდა 1996 წელს და წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის გაერთიანებას.

წლების განმავლობაში ასოციაცია ასრულებს მნიშვნელოვან როლს დაზღვევის განვითარებასა და შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი ბაზის შექმნა-დანერგვაში. გააჩნია ლობირება-ადვოკატირების დიდი გამოცდილება და განიხილება სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებული პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ და ავტორიტეტად.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მედიასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციულად მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასოციაცია არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სიახლის ინიციატორი და განმახორციელებელი.

რეგულარულად მონაწილეობს სადაზღვევო თემატიკასთან დაკავშირებულ განხილვებში საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. საპროექტო საქმიანობის დიდი გამოცდილებით, იგი გახლავთ რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების ინიციატორი და მონაწილე.

ასოციაციას გააჩნია დიდი გამოცდილება როგორც პროფესიული, ისე საზოგადოებრივი განათლების განხორციელებაში და საინფორმაციო მენეჯმენტში.

მიზნები / ამოცანები

პროექტები

დაზღვევის მედიაცია
სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის დაცულობისა და კომფორტულობის ასამაღლებლად, დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების/უთანხმოების არასასამართლო გზით მხარეთა მორიგების მიზნით 2015 წლის 1 მარტს ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა“ და  სადაზღვევო კომპანიების მიერ გაფორმდა შეთანხმება  „დაზღვევის მედიაციის”  შესახებ.
ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციამ“ მომართვების მიღება დაიწყო 2015 წლის 1 აპრილიდან.
 
სადაზღვევო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების შემთხვევაში მორიგების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ „სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიციას“ სატელეფონო ხაზის მეშვეობით ნომერზე:
2 555 155 (სამუშაო დღეებში 10:00 -18:00)
ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mediacia@insurance.org.ge

სადაზღვევო-საინფორმაციო ბიურო შექმნილია სადაზღვევო კომპანიებისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ინიციატივით.
უზრუნველყოფს ბიუროში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის ავტოტრანსპორტის დაზღვევის ფარგლებში დამდგარ სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ბიუროს
ინფორმაციის გაცვლის სისტემის საშუალებით. ინფორმაციის გაცვლა ხდება სადაზღვევო რისკების და პირობების შეფასების მიზნით.

010-2015 წ.წ ფუნქციონირებდა სადაზღვევო გზამკვლევი, რომლის მისიას წარმოადგენდა:

  • მომხმარებლის მხრიდან ადექვატური მოლოდინის ჩამოყალიბების ხელშეწყობას;
  • საზოგადოების მოთხოვნის უკეთ გათვალისწინებას; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას;
  • საზოგადოების მხრიდან ინფორმირებული არჩევნის გაკეთების ხელშეწყობას;
  • სადაზღვევო სფეროს დაინტერესებულ მხარეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
  • სადაზღვევო გზამკვლევის ძირითადი მიზნები იყო სადაზღვევო მომსახურებისადმი მომხმარებლის მოლოდინის გამართლება;
  • მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა;
  • სადაზღვევო მომსახურების ხარისხზე მომხმარებლის გავლენის გაზრდა;
  • სადაზღვევო კომპანიებსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავების არასასამართლო გზით მოგვარება; 
  • მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების შესწავლა და დანერგვის ხელშეწყობა;
  • სადაზღვევო კოლტურის გაუმჯობესება.
სადაზღვევო ასოციაციის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შექმნისას მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სადაზღვევო ურთიერთობათა სუბიექტების დახმარება დავების არასასამართლო გზით მოგვარებაში.
2007-2008 წლებში მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამების განხორციელების შედეგად, მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფნი, პედაგოგები, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და სხვა საჯარო მოხელეები – დაზღვევის მომხმარებელი გახდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებიდან ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სისტემაზე უმოკლეს დროში გადასვლამ, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაზარდა დაზღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისა და დავების რიცხვი.
მედიაციის სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საჯარო პრეზენტაციების მეშვეობით, ხოლო მისი თანამშრომლები – სატელეფონო საუბრებითა და ახსნა-განმარტებების მიცემით, ეხმარებოდნენ რიგით დაზღვეულებს, პროვაიდერებს თუ სხვა სამიზნე ჯგუფებს, მიეღოთ პასუხები დაზღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და არასასამართლო გზით მოეგვარებინათ კონფლიქტური შემთხვევები. საქართველოში მსგავსი სერვისი მანამდე არ არსებობდა.