სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას იმედი ელ ინარჩუნებს

ქართული სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 83 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამ პერიოდში ბაზრის მოთამაშეების მიერ მოზიდულმა პრემიამ 305 მილიონს გადააჭარბა, ანაზღაურებული ზარალი კი 140 მილიონს შეადგენდა. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერობას კი “იმედი ელი” ინარჩუნებს. სამი კვარტლის მონაცემებით, “იმედი ელმა” 72 მილიონამდე ლარი მოიზიდა,  ხოლო “ალდაგი…

სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების დიდი წილი ჯანდაცვაზე მოდის

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი კომპანიების შემოსავლებში მთავარ როლს ჯანმრთელობის დაზღვევა ასრულებს. ამ ფაქტს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. ბაზრის მიერ 2010 წლის სამ კვარტალში მოზიდული 305 მილიონიდან 216 მილიონი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ბაზრის ლიდერი “იმედი ელის” შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევიდან მიღებული პრემია 61 მილიონია. მთლიანად კომპანიის მოზიდული პრემია 71 მილიონს შეადგენს. “ალდაგი ბისიას” მიერ მოზიდული 52…

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი კომპანია შეემატა

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. კომპანია “უნისონმა” არა-სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან თებერვლის დასაწყისში მიიღო.“უნისონის” გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიის გააქტიურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიდის, ამიტომ დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს.მიხეილ კაკულიას თქმით, არსებულ კომპანიებთან ჯანსაღ კონკურენციას გეგმავენ. იგი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ “უნისონი” სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიასაც აიღებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა დაზღვევით კმაყოფილია(GBC)

საინფორმაციო სააგენტოს, GBC-ის მკითხველთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით კმაყოფილია. ინტერაქტიულ გამოკითხვაში – კმაყოფილი ხართ თქვენი მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით – მონაწილეობა 412 რესპოდენტმა მიიღო. ინტერაქტიული გამოკითხვა ვებ-გვერდზე http://www.gbc.ge/ 7-22 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა.გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა უმეტესობა (45,5%) მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით კმაყოფილია, გამოკითხულთა 42% სერვისით უკმაყოფილოა, 12,5% კი დაზღვეული არ არის.ამ დროისთვის სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობის ლიცენზიებს…