დაზღვევის სახალისო პროდუქტები
ერთ-ერთ ამერიკულ საიტზე განთავსდა განცხადება „ნუ დატოვებთ დედამიწას ამის გარეშე“. როგორც ირკვევა ამ სახელწოდებით სადაზღვევო პოლისებს საზოგადოებას კომპანია UFO Abduction Insurance სთავაზობს. წელიწადში პოლისის ღირებულება 19,9 დოლარია, ანაზღაურებადი თანხა კი საკმაოდ სოლიდური – 10 მილიონი დოლარია. თუმცა ანაზღაურების მიღება მსურველს საკმაოდ გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ 10 მილიონის მისაღებად და იმის დასამტკიცებლად, რომ „სხვაგან“ იყავით, მოწმედ…



