სამოგზაურო დაზღვევა შიდა ტურებზე
სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” საზაფხულო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მოსახლეობას შიდა ტურების სამოგზაურო პოლისს სთავაზობს. პოლისის შეძენა შეუძლიათ როგოც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს.პროდუქტის მინიმალური ფასი 6 ლარიდან იწყება, ხოლო დაზღვევის მსურველს შესაძლებლობა მიეცემა შეიძინოს პროდუქტი მისთვის მოსახერხებელ ნებისმერი დროის ინტერვალით. “ალდაგი ბისიაის” სამოგზაურო პოლისის შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისებში, ასევე 200-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოში.


