დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს ძლიერი სადაზღვევო ბაზარი, რათა ყველა სადაზღვევო კომპანიამ, ყველა დაზღვეულს შესთავაზოს და გაუწიოს მაღალ ხარისხიანი სერვისი – ამის შესახებ “კომერსანტთან“ საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი იოსებ გოგოლაშვილი აცხადებს. მისი თქმით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აგრძელებს დაწყებული გეგმების განხორციელებას სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობისა და რეგულაციისათვის. „ჩემი, როგორც ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტებია: სადაზღვევო…




