პროფესორმა კარელ ვან ჰულემ საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით თბილისში, 6 ივნისს, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, კარელ ვან ჰულემ, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან. პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, აკადემიური წრის წარმომადგენელი/ლექტორი. იგი 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში,…


