წელს სადაზღვევო ტარიფები დაახლოებით 15%-ით გაძვირდება-დევი ხეჩინაშვილი
დაზღვევის პოლისების ფასები ძვირდება. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ქვეყანა „რთულ წელიწადში“ შედის და მომხმარებელს, ტრადიციული 10-12%-იანი მატების ნაცვლად, წელს სადაზღვევო ტარიფების მინიმუმ, 15%-ით გაუძვირდებათ.

