ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს სადაზღვევო კომპანია ,,კამარა’’ აზღვევს

2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.  ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაა”. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან. განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია და დიდი ბრიტანეთი. შეჯიბრი ჩატარდება  6 კაციანი ნავებით – რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა…

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეების რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ქრონიკული…

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას შორის

წინამდებარე მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობის და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე. მემორანდუმი

სადაზღვევო კომპანიებისთვის მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციიის მიწოდების ინსტრუქცია დამტკიცდა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ინსტრუქცია დამტკიცდა. მზღვეველებმა სტანდარტული ფორმები 20 ივნისამდე უნდა შეიმუშავონ. ეს ინსტრუქცია არეგულირებს მზღვეველის მიერ მომხმარებლისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის დროს სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს და ემსახურება სადაზღვევო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას,…

მთავრობამ აგროდაზღვევის ახალი პროექტი დაამტკიცა

აგროდაზღვევის პროექტი მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცა. აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე 50%. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე…

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია დღეიდან დაიწყებს ოპერირებას

ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა. გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” (“Global Benefits Georgia”), რომელიც დღეიდან იწყებს ოპერირებას. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ სარგებლით ე.წ “ბენეფიტებით”, რაც აქამდე დანარჩენი მსოფლიოსთვის…

ალდაგი მოქალაქეების სამოგზაურო ტურებს დააზღვევს

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე 3 დღე დარჩა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროპის მიმართულებით წამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.  სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მოქალაქეებს სამგზავრო ხარჯების დაზღვევასა და ანაზღაურებას სთავაზობს. საუბარია, ავიაბილეთისა და სასტუმროს საფასურის ანაზღაურებაზე.  როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხარჯების ანაზღაურება რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის დროსაც მოხდება. გარდა ამისა, კომპანია ხარჯებს…

ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სავარაუდოდ წელს მოხდება

ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სავარაუდოდ წელს მოხდება,- ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მოესწრება პირველი სავალდებულო დაზღვევა საქართველოში წელსვე ამოქმედდება. მისი თქმით, საუბარია სატრანზიტო ავტომობილებისთვის ამ ვალდებულების შემოღებაზე. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია ითხოვს.…

დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. მინისტრის განცხადებით სადაზღვევო ინდუსტრიასთან კომუნიკაცია ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სტაბილურობა სამინისტროს ინტერესებშიც შედის. „ამ წლების განმავლობაში მრავალ საკითხზე გვქონდა მსჯელობა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი…