კერძო საპენსიო ფონდები სახელმწიფოსგან სტიმულირებას საჭიროებენ

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო საპენსიო ფონდებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაძის განცხადებით, სისტემა მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს და ხალხის დაინტერესება გამოიწვიოს, მთავრობის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.  მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით საპენსიო ფონდებში მოზიდული პრემია 100%-ით გაიზარდა, თუმცა, მოსახლეობის რაოდენობა კერძო საპენსიო ფონდებში არ გაზრდილა და მხოლოდ მათი შენატანები გამსხვილდა.…

“ალდაგი ბისიაიმ” მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ახალ სერვის ცენტრში  შესაძლებელია ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების მიღება, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში.  კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სერვის–ცენტრი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა რათა მომხმარებელმა ყველა სახის სერვისის მიღება ერთ ადგილას შეძლოს.  “ალდაგის” ახალი სერვის–ცენტრი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე…

ექიმებს რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ

მომავალი წლიდან ქართველ ექიმებს ფარმაცევტული კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ეს შეზღუდვა საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში უკვე წარდგენილია. პირველი იანვრიდან კი სატელევიზიო სივრციდან ყველა ის სარეკლამო რგოლი გაქრება, რომელშიც ექიმი რომელიმე მედიკამენტს, კბილის პასტას ან საღეჭ რეზინს უკეთებს რეკლამას. სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის მიხედვით, ექიმი არა მარტო სამკურნალწამლო საშუალებების, არამედ პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის…

“იმპოკრედიტი”- ახალი, ერთობლივი პროდუქტი

ფინანსირება, ტრანსპორტირება, დაზღვევა – კომპლექსური მომსახურებით სარგებლობა 2010 წლის 6 ოქტომბრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ. “იმედი ელ”-მა, “ბითიეი ბანკ”–მა და “Silk Road Group”-მა ახალი პროდუქტი – “იმპოკრედიტი” შეიმუშავეს. პროდუქტით სარგებლობისას ბითიეი ბანკი სესხს უმოკლეს ვადაში გასცემს, “Silk Road Group”-ი მომხმარებელს უსაფრთხო ტრანსპორტირებას შესთავაზებს, ხოლო ტვირთის აუცილებელ დაზღვევას განსაკუთრებული პირობებით “იმედი ელ”-ი უზრუნველყოფს. ბიზნესმენები, რომლებიც 15…

სადაზღვევო ბაზრის ლიდერი 2010 წლის I ნახევრის მონაცემებით კომპანია “იმედი L”-ია

კომპანიამ ამ პერიოდში 36,935 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა. მესამე ადგილი კი 30,897 მლნ ლარის სადაზღვევო პრემიით “ჯიპიაი ჰოლდინგს” ერგო. კომპანიის წილი ბაზარზე 2010 წლის პირველი ნახევარისთვის 13,8%-ია. 16-მა სადაზღვევო კომპანიამ 2010 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებელი 12,2%-ით გაიზარდა და 222,66 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალები ერთი…

სადაზღვევო კომპანია “ვესტი” ქალაქ სენაკში მრავალპროფილურ საავადმყოფოს აშენებს

სადაზღვევო კომპანია “ვესტი” ქალაქ სენაკში აშენებს მრავალპროფილურ საავადმყოფოს,რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. საავადმყოფო ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 30 ნოემბერს.სადაზღვევო კომპანია “ვესტი”-ს მრავალპროფილური საავადმყოფო როგორც “ვესტი”-ს დაზღვეულებს, ასევე დანარჩენ მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

მოსალოდნელი სტიქიები პატარა კომპანიებს დააზარალებს

ატლანტიკის რეგიონში ქარიშხლების წლევანდელი რაოდენობა ისტორიის მანძილზე ყველაზე აქტიურად ფასდება, რაც სადაზღვევო სისტემის დაზარალებას გამოიწვევს – წერს Financial Time ამერიკის სანაპიროებზე მოსალოდნელი ქარიშხალი სახელწოდებით “Earl” უკვე მესამე სტიქიაა, თუმცა სეზონი ახლახანს დაიწყო. ამ წლის პირველი ნახევარი მსოფლიო სადაზღვევო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა როგორც თებერვლის ჩილეს დამანგრეველი მიწისძვრის ასევე ზამთარსა და ზაფხულში ევროპაში წყალდიდობების გამო.…

სომალელი მეკობრეების აქტიურობამ სადაზღვევო ტარიფების დაწევა გამოიწვია

2008 წელს სომალელი მეკობრეების მიერ ბრიტანული გემის “ტრინიდადის”  ყურეში მოტაცების შემდეგ სატვირთო გემის საზღვაო რეისის დაზღვევა 5 მილიონის ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებს 15 ათასი დოლარი უჯდებათ – განაცხადა უილიამ მილერმა, ლონდონის Willis  Group Holding-ის მოტაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნისგან დაზღვევის განყოფილების უფროსმა. მეკობრეების თავდასხმების გახშირების ფონზე დაზღვევის თანხის უკიდურესად შემცირების მიზეზი სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიების გამოჩენა გახდა. სადაზღვევო…

Prudential- ის სიცოცხლის დაზღვევა 850 მილიონ დოლარად შეაფასეს

ამერიკაში სიცოცხლის დაზღვევის სიდიდით მეორე კომპანია  Prudential Financial Inc. თავისი განყოფილების გაყიდვას 850 მილიონ დოლარად აპირებს. სწორედ ეს განყოფილება, ოღონდ ორჯერ ნაკლებად ფასად, კომპანიამ 2004 წელს შეიძინა. სიცოცხლის დაზღვევის ამხელა განყოფილების გაყიდვა, ექსპერტების აზრით, ქვეყანაში საბროკერო კომპანიებს შორის კონსოლიდაციის ტალღას ააგორებს. დღესდღეობით დაახლოებით 100 ასეთ კონკურენტს ითვლიან. განყოფილების გაყიდვის მიზეზად კომპანია არაპროფილური აქტივების მოშორებას ასახელებს.…

აფთიაქებში მედიკამენტები რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის თანახმად, მომავალი  წლიდან ქვეყნის სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე აღარ გაიყიდება. როგორც ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან  გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, სახელმწიფომ  მომხმარებლის უფლებები კიდევ უფრო მეტად დაიცვას და მიიღოს გადამჭრელი ზომები ფარმაცევტული ბაზრის ფალსიფიცირებული წამლებისგან გათავისუფლებისათვის. მინისტრის  შეფასებით,  დასჯადი გახდება ქმედება,…