რა ცვლილებები შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსდებათ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და…

ჯიპიაი ჰოლდინგი

15 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლბეში, კავშირი „ჩვენი ბავშვებისა“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში“ (CSR) გაეთიანებულ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებთან, სადაც წარმოდგენილი იყო “ჯიპიაი ჰოლდინგიც”,როგორც SCR კლუბის აქტიური წევრი. შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარადგინეს წლევანდელი კამპანია, რომელიც მიზანად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვას – ჰქონდეთ მათ საჭირო…

ბათუმის აქციაზე დაზიანებული საპატრულო პოლიციის მანქანების ზარალს ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს

როგორც “commersant”-ი იუწყება,  ბათუმში საპროტესტო აქციის შედეგად დაზიანებული საპატრულო პოლიციის მანქანების ზარალს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი” აანაზღაურებს. თუ რა ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოუწევს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს” და საპატრულო პოლიციის რამდენი მანქანაა დაზიანებული, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კომპანიაში ზარალის კალკულაციის პროცესი დასრულდება.  “კომერსანტი”

აი სი ჯგუფი

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობას საქველმოქმედო ხასიათი ექნება და გაითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლების მხრიდან ნებაყოფლობითი დონაციების განხორციელებას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგარზრდების დასახმარებლად. აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებლებსაც შესთავაზებს ფონდში მიკრო-დონაციის განხორციელებას ავტო და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების შეძენისას.

საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევს. მისი განცხადებით, გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დევი ხეჩინაშვილმა რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “კომერსანტის დროით” ისაუბრა.  “2013 წელს ითქვა, რომ ვინც დაზღვეულია, იმას არ ეკუთვნის საყოველთაო დაზღვევა. ამას ჰქონდა ლოგიკაც და გამართლებაც, იმიტომ…

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება უამრავ ადამიანს დააზარალებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის: ცვლილება შეეხება პირებს, რომლებიც ე.წ. ორმაგი დაზღვევით სარგებლობენ.  ამჟამად საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს საყოველთაო დაზღვევაც აქვს და კერძოც. ამ ცვლილების მიხედვით საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ერთი სახის დაზღვევით ისარგებლებენ. ამ სიახლის შესახებ პირველად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, მინისტრის თქმით,…

თუ ადამიანს 100 ათასად შეფასებული ქონება აქვს, წესით, ამ ქონების დასაზღვევად, წელიწადში 300 დოლარი უნდა ემეტებოდეს

მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და მრავალმა ადამიანმა არამარტო სამსახური, ქონებაც დაკარგა, მოქალაქეები სულ უფრო მეტს ფიქრობენ, რა გზებით არის შესაძლებელი მოულოდნელი გაღატაკების თავიდან აცილება. ამის მიუხედავად, ფართო საზოგადოებას მაინც არ ესმის ისეთი აპრობირებული სერვისის მნიშვნელობა, როგორიც არის დაზღვევა. ყოველწლიურად, შემოსავლიდან მცირე რესურსი რომ გადადონ, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება აღარ მოუწევთ, — ამ სიტყვებით…

ჯიპიაი ჰოლდინგმა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ერთობლივი პროექტი დაიწყეს

“ჯიპიაი ჰოლდინგის” და “საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად. სადაზღვეო პროგრამა 50000 ლარის ანაზღაურებას ითვალისწინებს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ხარჯების ჩათვლით. ბიზნეს რისკების 50%–ს “ჯიპიაი ჰოლდინგი” თავად დააფინანსებს, რომ დაზღვევის გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის მაქსიმალურად შეამციროს. მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვეო პრემია…

2017 წლის 1–ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. „თავიდანვე – 2013 წლის 1-ელი…