2017 წლის 1–ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. „თავიდანვე – 2013 წლის 1-ელი…

ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში. 300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით – შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში.8 თებერვალი, თბილისი: „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა…

გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ

დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე: “მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ დაზღვევის ტრადიცია არა გვაქვს. ჩვენს მამებს, ბაბუებს, არ უსწავლებიათ, რომ შენი ცხოვრება თუ საქმიანობა ბევრად დაცული და მშვიდია, როდესაც დაზღვეული ხარ. მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით არის დამოკიდებული მფლობელებზე და იქცევა ისე, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა. დიდმა ბიზნესმა, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან, განვითარებულ მსოფლიოსთან…

გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტმა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს

დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ კობერიძემ “ბიზნესკონტრაქტის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ წუთში ეს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, მხარეებთან გასაუბრების შედეგად, შესაძლებლია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს.დეპუტატის განმარტებით, დღევანდელმა შემთხვევამ „ბავშვთა სამყაროში” აჩვენა, რომ დაზღვევის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს,…

კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის.როგორც კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრებაა აუცილებელი. ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, ამბობს ვიცე პრემიერი. კახი კალაძე დღეს მომხდარ ხანძარს დამთრგუნველს უწოდებს და გამოძიების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. შეგახსენებთ რომ გამთენიისას, ვაგზლის მოედანზე “ბავშვთა სამყაროსა” და ოქროს ბირჟას ცეცხლი გაუჩნდა.…

პარლამენტში სადაზღვევო სისტემის სრულყოფის საკითხებზე იმსჯელეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ასევე, ამ მიმართულებით კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის საკითხები განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისა და საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ყველა მონაწილის აზრით, გარკვეული…

ბათუმში სადაზღვევო კომპანია “ირაოს” ახალი ფილიალი გაიხსნა

დღეს ბათუმში სადაზღვევო კომპანია ”ირაომ” ახალი სერვის-ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გამართა, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიიღო მონაწილეობა.ბათუმში სადაზღვევო კომპანია ”ირაოს” ოფისის ფილიალი ჯერ კიდევ 2010 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიამ მოახდინა აჭარაში მისი წარმომადგენლობის გაფართოება, რათა შესთავაზოს მოსახლეობას უფრო კომფორტული, თანამედროვე და ტერიტორიულად ადვილად მისადგომი სერვის ცენტრი.”ირაოს” გენერალური დირექტორის, ვახტანგ…

კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა – დაზღვევის ზედამხედველობას კოტე სულამანიძე უხელმძღვანელებს

“კომერსანტის” ექსკლუზური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად “პროგრეს ბანკის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კოტე სულამანიძე დაინიშნა. სულამანიძემ იოსებ გოგოლაშვილი შეცვალა.  სულამანიძეს აქამდე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ამასთან, 2009 წლიდან, 2014 წლის მარტამდე სულამანიძე, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკს” ხელმძღვანელობდა. მანამდე ის მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკასა” და „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში”. “საფინანსო ბაზრის…

ალდაგის სოციალური რეკრუტინგი

საცალო გაყიდვების დირექტორთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ანა სიჭინავა საინტერესო გამოწვევის წინაშე დადგა. გაყიდვების გეგმების წარმატებით შესასრულებლად და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საცალო გაყიდვების გაძლიერება იყო საჭირო. სადაზღვევო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაყიდვების მიმართულებით მომუშავე პერსონალს სადაზღვევო აგენტი, გაყიდვების ოფიცერი და გაყიდვების მენეჯერი წარმოადგენენ. სწორედ ამ პოზიციებზე, კომპანიის საჭიროების…

კერძო სადაზღვევო პაკეტები 20-25 პროცენტით გაძვირდება

ინიციატივა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის გამიჯვნას ითვალისწინებს, კერძო სადაზღვევო პოლისებს გააძვირებს. როგორც “კომერსანტთან” საუბრისას, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლო გამიჯვნას 20–25 პროცენტიანი ზრდა მოჰყვება. სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების გამიჯვნასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, 535 000 ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც იყენებს,…