2017 წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

მომავალი წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება, რომელიც დამატებით შემოსავალს შექმნის სადაზღვევო ბაზრისთვის – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რადიო „კომერსანტის” გადაცემა „ბიზნესის ადვოკატში” განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით გადაწყვეტილება, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ბიუჯეტიდან დაფინანსება მოეხსნა, დაფუძნებულია სწორედ იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო ბაზარი ფართოვდება და ეს გაფართოება გაგრძელდება შემდეგ წლებშიც. ნიკოლოზ გაგუას თქმით,…

ზედამხედველობას სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ – სანაცვლოდ ინდუსტრია სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს

მომავალი წლიდან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ბიუჯეტში ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული. რადიო „კომერსანტი” დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს დაფინანსების წესის ცლილებასთან დაკავშირებით სადაზღვევო ინდუსტრიას. კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ასეთი მოდელი მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა აუცილებელია პარალელურად ამოქმედდეს სავალდებულო ტიპის დაზღვევები. კომპანია „ალდაგის” გენერალური დირექტორი…

აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის – 2017 წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება

აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის. მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად განახლებულ მოდელზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. შედეგად, ახალი, გადამუშავებული სახით პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძე „კომერსანტთან” განმარტავს, რომ უწყება პროგრამის გადამუშავებულ ვარიანტზე მუშაობს და კონკრეტულ დეტალებს…

ჩვენი მიზანია შეიქმნას მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო სისტემა

სადაზღვევო სექტორი  მიმდინარე წელს მოგებით დაასრულებს – ასეთია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იოსებ გოგოლაშვილის შეფასება. რა მოლოდინები აქვს  ზედამხედველობის სამსახურს ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მომავალი წელი  კომპანიებისთვის. ამ საკითხებზე იოსებ გოგოლაშვილი “კომერსანტს” ესაუბრა – 2016 წელი იწურება და როგორ შეაფასებდით გასულ წელს. გაზრდილია თუ არა სადაზღვევო კომპანიების მოგება გასულ წელთან შედარებით? – პირველი…

პრემიერის განცხადებით დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.  „უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; საინვესტიციო სააგენტო უერთდება მეწარმეობის სააგენტოს; დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო აღარ დაფინანსდება ბიუჯეტიდან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. “კომერსანტი”

აგროდაზღვევის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონსულტანტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) ფარგლებში, „ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის“ ორგანიზებით ჩატარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის…

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის დაჯილდოება

მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და ”გორბის” ერთობლივი რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს „გარდენ ჰოლში“ გაიმართა. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში , ტრადიციულად, საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. წარმატებულ კომპანიებს შორის დასახელებულ იქნა “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი” ნომინაციაში: „პროფესიონალთა გუნდი, უნივერსალური სადაზღვევო პროდუქტები, მომსახურების მაღალი სტანდარტი, საერთაშორისო აღიარება“. ჯილდო გადაეცა “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის”…

კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს. სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა  მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა” აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21 546 ლარი. ბენეფიციარის…

ხანძრისგან განადგურებულ მაღაზიას ,,ბრენდ სითი

“გუდვილში” გაჩენილმა ხანძარმა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზია „ბრენდ სითი”-ს მარაგები სრულად გაანადგურა. შედეგად, კომპანიას 166,684 ლარის ზარალი მიადგა, რაც სადაზღვევო კომპანია „არდიმ”  მთლიანად აუნაზღაურა.უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევის (ხანძრის) ლოკალიზების შემდეგ „არდის” ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ორივე მაღაზიის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რეალიზაციისთვის გამოუსადეგარ პროდუქციად ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ ორივე მაღაზიაში განსაკუთრებით მაღალი ხარისხის საქონელი – ბრენდული ტანსაცმელი…

”საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის” ინვესტიცია

საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა“ და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“ შორის ხელი მოეწერა საინვესტიციო შეთანხმებას. რომელიც ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული, შესაბამისად ახლო მომავალში აი სი ჯგუფი სადაზღვევო ბაზარზე განახლებული…