ალდაგის ახალი პროექტის პრეზენტაცია

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ახალი პროექტის – ონლაინ სამუშაო ქსელის პრეზენტაცია გამართა.ინტერნეტ პორტალი – www.onjob.ge, საშუალებას აძლევს, როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე უკვე დასაქმებულ ადამიანებს, გაიჩინონ სტაბილური შემოსავლის წყარო. პროექტის პრეზენტაციაზე პორტალი ოფიციალურად ამოქმედდა. დღეიდან, ალდაგის ონლაინ აგენტობის ნებისმიერ მსურველს, მუშაობის დაწყება, საიტზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ შეეძლება.

2016 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 მარტის განკარგულებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს ხუთი სადაზღვევო კომპანია: ალდაგი,  ჯი პი აი ჰოლდინგი, აისი ჯგუფი, უნისონი, არდი.  აგროდაზღვევის პროგრამა  მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.  ინფორმაცია 2016 წლის აპრილიდან  აგვისტოს ჩათვლით  დაზღვეული ნაკვეთების შესახებ 

„უნისონ“-მა სადაზღვევო მობილური აპლიკაცია შექმნა

სადაზღვევო კომპანია „უნისონ“-მა შექმნა სადაზღვევო მობილური აპლიკაცია.აპლიკაციის მეშვეობით სადაზღვევო მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და მაღალი ხარისხის გახდა.გადმოწერე აპლიკაცია და მიიღე უფრო კომფორტული და სწრაფი მომსახურება !http://bit.ly/Unison-Android | http://bit.ly/unison-ios

აქცია სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუში ნიკორას დაგროვებითი ბარათის მფლობელთათვის

შპს „ნიკორა ტრეიდი“ სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ მრავალი წლის პარტნიორია . საქმიანი ურთიერთობა კომპანიებს შორის 2008 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი კი 16 სექტემბერს „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრაზე გაფორმებული მემორანდუმი გახდა , რომლის ხელმოწერითაც სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი  აქტიურად ჩაერთო ნიკორას მიერ წამოწყებულ პროექტში. „ეს დაგროვებით ბარათზე…

ირაოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 სექტემბერს, ვარძიაში, სადაზღვევო კომპანია ირაოსა და კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული სოციალური პროექტების განხორციელებას.   ვარძიის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში – საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება  იგეგმება. რის შედეგადაც, ვარძიის კომპლექსის ინფრასტრუქტურა გახდება ადაპტირებული შშმ პირებისათვის და მათ ვარძიის კომპლექსის  დათვალიერება შეეძლებათ.…

„სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ ელექტრონული სამოგზაურო დაზღვევის სერვისის სამი წლის თავს აღნიშნავს

2013 წლის სექტემბრის თვეში „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა“ ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს და საქართველოში პირველი ელექტრონული სამოგზაურო დაზღვევა აამოქმედა. ახალი სერვისის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა „მოგზაურთა წრეებში“ და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ონლაინ დაზღვევის შესაძლებლობა მარტივი და კომფორტული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. დღეს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ ელექტრონული სამოგზაურო დაზღვევის სერვისის სამი წლის თავს აღნიშნავს.

ალდაგმა “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” ზარალი სრულად აუნაზღაურა

ალდაგმა დეველოპერულ კომპანია შპს “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” ერთ მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, დეველოპერულ კომპანია შპს “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია”-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაზღვეული ჰქონდა კუთვნილი ქონება ( შენობა-ნაგებობის სახით) ასევე, პოლისი ითვალისწინებდა ბიზნესის შეჩერების რისკის დაზღვევას.  ”2016 წლის გაზაფხულზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრის…

SBA – სადაზღვევო აგენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში,“ რომლის ფარგლებში საქართველოში მხოლოდ აკადემია სთავაზობს აპლიკანტებს სადაზღვევო აგენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამას. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. სწავლის საფასური ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო…

“საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ”

სადაზღვევო სექტორი დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს, – თემაზე „ბიზნესკონტრაქტთან“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს.  – ბატონო დევი, ძირეულ ნაკლოვანებად რა მიგაჩნიათ და რა მიმართულებით მართებს კონცეფციაზე მომუშავე სტრუქტურებს მუშაობა?  – სახელმწიფო საპენსიო დაგროვებაზე კანონი საქართველოში უკვე 15 წელზე მეტია არსებობს და სადაზღვევო კომპანიები ამას იმ წარმატებით, რასაც საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა, ახორციელებენ.…

„ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომში, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

,,დაზიანებული 30-ზე მეტი ავტომობილი და დატბორილი ასობით კვადრატული კომერციული ფართი – ზარალის ჯამური რაოდენობის შეფასება მიმდინარეობს”, – აცხადებენ კომპანიაში. „ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი სტიქიის შეფასება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიის ზარალების ანაზღაურების განყოფილების თანამშრომლები სტიქიის ზონაში გვიან ღამიდან მუშაობენ. სტიქიის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა ბორჯომის ქარხანას -დაზიანდა სახურავი, დაზგები და მანქანა-დანადგარები. ზარალის შესახებ უკვე განაცხადა…