„ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომში, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

,,დაზიანებული 30-ზე მეტი ავტომობილი და დატბორილი ასობით კვადრატული კომერციული ფართი – ზარალის ჯამური რაოდენობის შეფასება მიმდინარეობს”, – აცხადებენ კომპანიაში. „ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი სტიქიის შეფასება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიის ზარალების ანაზღაურების განყოფილების თანამშრომლები სტიქიის ზონაში გვიან ღამიდან მუშაობენ. სტიქიის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა ბორჯომის ქარხანას -დაზიანდა სახურავი, დაზგები და მანქანა-დანადგარები. ზარალის შესახებ უკვე განაცხადა…

ხელფასის დაზღვევა – შეინარჩუნეთ ხელფასი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც!

ხელფასის დაზღვევა უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საშუალებაა, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში კარგად არის აპრობირებული. დაახლოებით, ორი თვეა, მსგავსი მომსახურება საქართველოს სადაზღვევო სივრცეშიც დაინერგა. დღეს ხელფასის დაზღვევას მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სთავაზობს ნებისმიერ დასაქმებულს. ამ ინოვაციურ შემოთავაზებაზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტების განვითარების მენეჯერი უჩა ტყეშელაშვილი გვესაუბრება:– ზოგადად, რა სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეძენას?–…

ალდაგის ახალი სერვის სივრცის გახსნა

ალდაგმა ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის სივრცე გახსნა, რომელიც მდებარეობს ალ. ყაზბეგის გამზ 25 -ში. ახალი მომსახურების ცენტრი პირველია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, სადაც მომხმარებლები თანამედროვე, სრულიად ახალი პრინციპის სერვისების მიღებას შეძლებენ

ცვლილება საქართველოს კანონში „დაზღვევის შესახებ“

2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სიმყარისა და გადახდისუნარიანობის განმტკიცებას და ასევე ბაზარზე სათანადოდ ორგანიზებული და კვალიფიციური ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის დაშვებას.ცვლილებები წარმოადგენს სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების პირველ ეტაპს ევროკავშირისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივის…

“ჯანდაცვის ასოციაციის” წარდგენის პრეზენტაცია

21 ივნისს, “ჯანდაცვის ასოციაციის” წარდგენის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაციის დირექტორმა, ნინო მიქავამ, საზოგადოებას ასოციაციის ხედვა, სტრატეგიულ მიზნები და გეგმები გააცნო. საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა, რომელშიც ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 75 კერძო კლინიკა გაერთიანდა. ასოციაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში განსახორციელებელი რეფორმების ეფექტურ მიმდინარეობას. ასოციაციის წევრობა საქართველოში მოქმედ ყველა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ…

საზაფხულო აქცია სადაზღვევო კომპანია ,,კამარაში’’

სადაზღვევო კომპანია ,,კამარამ’’ ავტოდაზღვევის საზაფხულო აქცია დაიწყო. ყველა, ვინც 20 ივნისიდან 21 ივლისამდე  ავტომობილს კამარაში დააზღვევს, მიიღებს 2 კაციან საგზურს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. საგზური 3 დღიანია (2 ღამე) და  მოიცავს სრულ პაკეტს: ორმხირვ ავიაბილეთს, ტრანსფერს, სასტუმროში განთავსებას და დილის საუზმეს. აქციაში მოხვდება ყველა დამზღვევი, რომლის მანქანის ღირებულებაც 10 000 $ ან მეტია. კამარა – მშვიდი მომავლისთვის!

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადაპტაციის ფონდის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით

შესაძლებელია თუ არა წყალდიდობისაგან დაზღვევა და რა როლი ეკისრება ამ პროცესში სახელმწიფოსა და ბიზნესს? რა არის ამინდის ინდექსზე დაფუძნებული დაზღვევა და რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში? საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს ეს საკითხები რიონის აუზის მაგალითზე. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადაპტაციის ფონდი და გარემოსა…

სადაზღვევო კომპანია ირაო გიუნტერ გაიერის სახელობის, სოციალური პასუხისმგებლობის პრემიის მფლობელია

სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა ვენის სადაზღვევო ჯგუფის /VIENNA INSURANCE GROUP/ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დოქტორ გიუნტერ გაიერის სახელობის სოციალური პასუხისმგებლობის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი, სადაზღვევო კომპანია ირაო – წელს, პრემიის მეორე ადგილის მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო უკავშირდება, ირაოს მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ სოციალურ პროექტს (Social Active Day), რომელიც კომპანიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, კერძოდ…

სადაზღვევო კომპანია ,,კამარამ’’ მოტოციკლის დაზღვევა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია კამარა მომხმარებელს სთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს – მოტოციკლის დაზღვევას. ვერ ყიდულობთ მოტოციკლს განვადებით, რადგან ამისთვის დაზღვევა გჭირდებათ ? თქვენი მოტოციკლი დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა ? თქვენ   შეგიძლიათ დააზღვიოთ მოტოციკლი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაში”. თითოეული დაზღვეული მიიღებს საჩუქარს:10 %-იან ფასდაკლების ბარათს მაღაზია/სერვისცენტრ Bikeland -ისგან . ფასდაკლება მოქმედებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში და ვრცელდება, როგორც მოტოციკლის ნაწილებზე და ეკიპირებაზე,…

„იმედი L”–ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სადაზღვევო კომპანია „იმედი L”–ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა კოღუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია „კომერსანტს“ უშუალოდ კომპანიიდან მიაწოდეს. ცნობისთვის: ნუცა კოღუაშვილი სადაზღვევო კომპანია “იმედი L-ის“ გენერალურ დირექტორად 2014 წლის ივლისში დაინიშნა. 2009-2014 წლებში მას ეკავა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა.  ”საქართველოს ბანკის” შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ ”ალდაგი BCI”-იმ მისი კონკურენტი ”იმედი L”-ის აქციათა 85% 2012 წლის…