Playboy–ს ყოფილი გენდირექტორი უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს

Playboy–დან სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში – სკოტ ფლენდერსმა ამერიკული კომპანიის Playboy Enterprises Inc–ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და ამერიკის სამედიცინო დაზღვევის უმსხვილეს ბირჟას eHealth Inc–ს ჩაუდგა სათავეში. საგამომცემლო კომპანიის დროებით მმართველად კი ფონდ Rivzi Traverse–ის მმართველი პარტნიორი ბენ კოენი დაინიშნა. ინფორმაციას Playboy ავრცელებს. ფონდმა Playboy–ს დამაარსებელ ჰიუ ჰეფრენთან ერთად კომპანია 2011 წელს შეიძინა. ფლენდერსი, ახალ თანამდებობაზე…

,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკერულება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიცირებით 2016 წლის 20 აპრილიდან სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის ახალი ეტაპი ამოქმედდა. აი სი ჯგუფი კვლავ აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროგრამაში და მოსახლეობას გამარტივებულ და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. 26 აპრილს ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკერულება, რომლის ფარგლებშიც აი…

ალდაგმა ბავშვთა დაცვის დღე საქველმოქმედო ფონდ „ერთი ბედნიერი დღე-ს“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა

ალდაგი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვადსახვა პროექტის განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 28 მაისს, 12 საათზე სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში ალდაგმა საბავშვო ღონისძიება Aldagi Family გამართა. სადაზღვევო კომპანიამ საქველმოქმედო ფონდ „ერთი ბედნიერი დღე“-ს ბენეფიციარ პატარებს ისთ ფოინთში მდებარე გასართობ ცენტ ფოკუს-მოკუსში უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სოციალურად დაუცველ ბავშვებს მხიარული გარემო, გასართობი ატრაქციონები და…

Bloomberg: აშშ-ში სიცოცხლის დაზღვევაზე მოთხოვნა მცირდება

აშშ-ში სიცოცხლეს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აზღვევს, რაც სადაზღვევო ინდუსტრიას მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს. Bloomberg-ი წერს, რომ აშშ-ში ადამიანები „ურთიერთდახმარების ფონდში“ ფულის ჩადებისას  ფიქრობენ, რომ დანაზოგს აკეთებენ, თუმცა სიცოცხლის დაზღვევის პოლისის შეძენისას ჰგონიათ, რომ დიდ ფულს ხარჯავენ.  „სიცოცხლის დაზღვევის შეძენა არც ისე სასიამოვნო პროცესია. ამით ვერც კმაყოფილებას და ვერც პირად სარგებელს ვერ ნახულობ,“ – ამბობს ჯონ…

საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, – შესაბამის ხელშეკრულებას დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის მოეწერა ხელი.  ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.  „დღეიდან საქართველოს ცა არის დაზღვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი ჩვენს საჰაერო სივრცეში გადაფრენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობები სრულად დაზღვეულია მესამე პირისთვის და ეს სადაზღვევო თანხა შეადგენს 500 მილიონ…

ალდაგის MTPL სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია

ალდაგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის (MTPL) პოლისი შეიძინონ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პოლისის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავიდან აიცილოს ავტომანქანის მართვისას მესამე პირებისადმი მიყენებული ქონებრივი და ფიზიკური ზიანის ხარჯები.ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის დაფარვები: • ავტომფლობელის მიერ მესამე პირის ჯანმრთეობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები• მესამე პირის ქონების…

სოფლის მეურნეობის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ფერმერებთან, რათა ისინი საკუთარი აგრარული საქმიანობის დაზღვევის აუცილებლობაში დაარწმუნონ. „მოგეხსენებათ, აგროდაზღვევის პროექტი სიახლეა, სულ ორი წელია რაც დავიწყეთ. 2016 წლისთვის გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები თანადაფინანსების ნაწილში. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან…

ინტერვიუ ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის

1. ცნობილია, რომ „აი სი ჯგუფი“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ აგროდაზღვევის პროგრამაში. საინტერესოა, როგორია წინა წლის სტატისტიკა – რა ოდენობის ზარალი აანაზღაურა კომპანიამ? მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიცირებით ამოქმედდა სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამა. აი სი ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროგრამაში და 2015…

“რეზონანსი”: არჩევნების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვა, სავარაუდოდ, შეიცვლება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს. ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება უკვე გააკეთა. ერთ-ერთი ვერსიით ის ბენეფიციარები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ, პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან და მათ კერძო დაზღვევით სარგებლობა მოუწევთ. ბენეფიციართა შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ. ეკონომისტ ზვიად კანდელაკის თქმით, კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევაში ისეთი რეფორმა გატარდება, როგორც ეს დევნილთა…

Международная конференция по агрострахованию

11-13 апреля 2016 года в г. Тбилиси (Грузия) состоялась, Международная конференция «Агрострахование и перестрахование агрорисков в СНГ, Европе и Азии», организованная «Агроиншуранс Интернешнл». В конференции принимали участие представители ведущих перестраховых компаний – Swiss Re, Munich Re и Polish Re, делегаты из более чем 15 стран мира-Израиль, США, Австралия, Иран, страны СНГ и Центральной Европы, представители…