აი სი ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობების პოპულარიზაციას

აი სი ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობების პოპულარიზაციას და ყოველთვის ჩართულია მსგავსი სახის აქტივობებში. 10 თებერვალს, სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria“-ში გაიმართა საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩეხეთის საექსპორტო ბანკი, საკრედიტო-საექსპორტო დაზღვევის კორპორაცია, ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრო,…

სადაზღვევო კომპანია უნისონმა თურქული კომპანიებს გალა ვახშმით უმასპინძლა

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ ერთობლივი ორგანიზებით 2016 წლის 29 იანვარს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა გალა ვახშამი, რომელზეც წარდგენილი იქნა სპეციალურად თურქული კაპიტალის მქონე კომპანიებისთვის შემუშავებული სადაზღვევო მომსახურების ხაზი. ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მისმა აღმატებულება თურქთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ გურმუქჩუმ. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ მსხვილი თურქული კაპიტალის მქონე…

ალდაგის აკადემია გაძლევთ დასაქმების შესაძლებლობას

აქ შენ შეგიძლია გაიგო მეტი ჩვენ შესახებ, შეიძინო ცოდნა დაზღვევის საწყისების შესახებ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზუმე) და რაც მთავარია, გამოიყენო რეალური დასაქმების შანსი ფეისბუქზე ჩაბარებული გამოცდის საფუძველზე. შეგიძლია გამოგვიგზავნო CV (რეზუმე) და პირადი მონაცემები, რისი განხილვის შედეგადაც დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე, თუმცა გირჩევთ შენივე შანსების გასაზრდელად აუცილებლად გაიარო ალდაგის აკადემიის სასწავლო…

“ჯიპიაი ჰოლდინგი” ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

“ჯიპიაი ჰოლდინგი” ოფიციალურად ეხმაურება დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის , ბატონ დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “ჯიპიაი ჰოლდინგი” თითქოსდა თავს არიდებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვანის რაიონში კლინიკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. წუხილს გამოვთქვამთ, რომ არასწორი კომუნიკაციის გამო დღეს გავრცელდა “ჯიპიაი ჰოლდინგის” რეპუტაციისთვის შეუფერებელი განცხადებები. გვინდა განვაცხადოთ, რომ “ჯიპიაი ჰოლდინგი” ერთ–ერთი ლიდერი იყო იმ კომპანიათა შორის, რომელიც ჩართული იყო ე.წ. უმწეოთა დაზღვევის პროექტში 2007-2012 წწ. და ამ პროგრამის ფარგლებში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კერძოდ: 16 კლინიკის მშენებლობა–რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში. კლინიკების ოპერირებას ახორციელებს “ჯიპიაი ჰოდლინგის” შვილობილი კომპანია “ჯეოჰოსპიტალსი“, რომლის ქსელში ყოვედღიურად ათასობით პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას. არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც დიდი ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით მოზიდული იქნა “ჯიპიაი ჰოლდინგის” აქციონერის, ევროპის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” მიერ. 2012 წლის შემდეგ, ე.წ. უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რის გამოც უწყებათაშორის კომისიასთან შედგა მოლაპარაკება – მაღალმთიან რეგიონებში არსებული არარენტაბელური კლინიკების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის თაობაზე. ამავე შეთანხმების ფარგლებში “ჯიპიაი ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიას, “ჯეოჰოსპიტალს” დაეკისრა გარკვეული დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ საგარეჯოს, სამტრედიის, ჭიათურის, გარდაბნის, მარნეულისა და ვანის რაიონებში საწოლფონდის გაფართოება,…

საქველმოქმედო აქცია ირაოს მონაწილეობით

2015 წლის 2 დეკემბერს, სადაზღვევო კომპანია “ირაომ”, ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG) სოციალური პასუხისმგებლობის კორპორატიული ტრადიციის ფარგლებში გამართა სოციალური აქტივობის დღის პროექტი. სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ს 30-მდე თანამშრომელი, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ესტუმრა „ბერია ანდრია“-ს სახელობის ფონდს,რომლის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. აღნიშნულ ფონდს ეწოდება…

Unison: it is impossible to develop a successful modern country without a strong insurance sector

How would you evaluate 2014/15 for Unison?  Year 2014/15 turned to be a turning point for Unison. Great changes on the financial market, as well as at the legislative level, took place. However, we managed to strengthen our positions on the corporate andretail levels. We entered several new projects like Agro- insurance project, which was…

სადაზღვევო კომპანია ალდაგის საჩუქარი მრვალშვილიან დედას

ალდაგის 25 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, წელს კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ სოციალურ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც ალდაგის თითოეულ თანამშრომელს, პარტნიორსა და მომხმარებელს მიუძღვის წვლილი. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეარჩია ერთი ოჯახი – დედა და ოთხი შვილი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, ნანგრევებში ცხოვრობენ, არ აქვთ შუქი, გათბობა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო არანაირი პირობა. იქიდან გამომდინარე რომ,…

მომავალი წლიდან უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

მომავალი წლიდან უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოსალოდნელ ამოქმედებაზე “ინტერპრესნიუსი” სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს ესაუბრა: – ბატონო გიორგი, რას ნიშნავს უცხო ქვეყნის ავტომფლობელთათვის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის ამოქმედებაც, თქვენი ინფორმაციით, მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება?– უახლესი ქართული სადაზღვევო ისტორიის განმავლობაში ეს იქნება…

ტრანზიტული ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წელს ამოქმედდება

საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტომანქანების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. სავალდებულო დაზღვევის პროექტი ეკონომიკურმა საბჭომ უკვე მოიწონა. კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში შემოსული სატრანზიტო მანქანების მძღოლებს დაზღვევის შეძენის ვალდებულება ექნებათ. შედეგად, თუ ისინი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ რაიმეს დააზიანებენ – იქნება ეს ქონების თუ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება – ამ ხარჯებს სადაზღვევო…

საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა პრესკონფერენცია გამართა

20 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისა და აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიში წარუდგინა. მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოღვაწე სადაზღვევო კომოანიების გენერალურ დირექტორებთან ერთად, დეტალურად ისაუბრა 13 ივნისის სტიქიის შედეგად, მთელი სადაზღვევო სექტორის მასშტაბით, სდაზღვევო შემთხვევებისა და…