სადაზღვევო კომპანია “უნისონსა” და იუსტიციის სახლს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას

სადაზღვევო კომპანია “უნისონსა” და იუსტიციის სახლს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 2 ნოემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ იუსტიციის სახლებში კომპანია “უნისონი”-ს სამოგზაურო პოლისის შეძენა. სადაზღვევო კომპანია “უნისონი”-ს შერჩევა საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. “უნისონი”-ის შეთავაზებული სამოგზაურო დაზღვევა გარდა სტანდარტული მაღალი დონის სამედიცინო სერვისებისა ფარავს ისეთ არასტანდარტულ რისკებსაც როგორიცაა პასპორტის დაკარგვა, ბილეთის გაუქმება, ბარგის დაზღვევა…

შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტ ევგენი გურენკოსთან

საქართველოს დაზღვევის ზედამხედვლობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტ ევგენი გურენკოსთან, რომელსაც ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციის, ეკონომიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ეკონომიკური საბჭოს და აქტუართა ასოციაციის წევრები. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო: კატასტროფული რისკების მართვის მექანიზმები და მისი მუშაობის  სქემა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში. ამ საკითხს განსაკუთრებული აქტუალურობა…

კოპენბურში ტოიოტას თვეა

25 სექტემბრიდან კოპენბურში დაზღვეული ტოიოტას მარკის ყველა ავტომობილის მფლობელი საჩუქრად მიიღებს ზეთის უფასოდ შეცვლას ტოიოტა ცენტრ თეგეტაში. ასევე, აქციის ფარგლებში, კოპენბურში  დაზღვეული ტოიოტას მარკის ყველა ავტომობილის მფლობელს, საჩუქრად გადაეცემა ტოიოტა ცენტრი თეგეტას 10%-ანი ფასდაკლების ბარათი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც სერვისის, ისე სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების შესაძენად. ტოიოტა ცენტრი თეგეტას და კოპენბურის ერთობლივი ფასდაკლების…

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს რიგი რეკომენდაციები. “შეხვედრაზე განხილული და მიწოდებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები, კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდისუნარიანობის მარჟის დაწესება. ექსპერტების მიერ მოწოდებულ იქნა რეკომენდაციები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უახლოეს მომავალში განიხილავს და ხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო…

სოფელ კალაურში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს ზარალი აუნაზღაურდა

გურჯაანის  რაიონის სოფელ კალაურში  ფერმერ დავით ხუციშვილს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.  2015 წლის  ივლისში სეტყვამ დავით ხუციშვილს ატმის მოსავლის 72%  გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ  16 500 (თექვსმეტიათას ხუთასი) ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დავით ხუციშვილს გამარტივებული პროცედურების შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა. ფერმერი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ აგროდაზღვევის“ პროგრამაში…

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე: უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოტივაცია არ აქვთ

უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. ამის შესახებ „კომერსანტთან“ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში უნიკალური ბაზარია, თუმცა ამ ბაზარს დაძვრა სჭირდება. „მთავრობა ყველა შეხვედრის დროს მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდეს, უნდა დაეზღვეს ყველა და ასე შემდეგ, თუმცა თვითონ მთავრობა თითქმის არაფერს აზღვევს“, –…

“ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს

“ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს საქართველოში შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს “ჯიპიაი ჰოლდინგის” სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით “ჯიპიაი ჰოლდინგის” რისკების მართვის დირექტორმა ირაკლი დვალმა დღეს, გმირთა მოედანზე, ვარაზისხევის ასახვევთან, ზოოპარკის ქვედა მხარეს, კერძოდ კი…

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს ალდაგმა 232 ათასი ლარის ზარალი აუნაზღაურა

მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ფერმერ გიორგი ებანოიძეს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.  2015 წლის 20 ივნისს, სეტყვამ გიორგი ებანოიძეს ხახვის მოსავლის 75%  გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ  232 ათასი ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გიორგი ებანოიძეს გამარტივებული პროცედურების შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა. ფერმერი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ აგროდაზღვევის“ პროგრამაში 2014…

დევი ხეჩინაშვილი – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე, სადაც არ მოქმედებს არცერთი სავალდებულო დაზღვევა

13 მაისის სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ზარალზე და დაზღვევის კომპონენტის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს, დევი ხეჩინაშვილს. – რა გამოცდილება მიიღო ქვეყანამ სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების კუთხით? – დღეს მთავრობა და ექსპერტები ლაპარაკობენ, რომ საერთო ზარალმა სტიქიის შედეგად 100 მილიონზე მეტი შეადგინა, ზოგი ამბობს 150 მილიონამდე, ხოლო დაზღვეული…

იოსებ გოგოლაშვილი – სტიქიის დროს ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნა

ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ იოსებ გოგოლაშვილთან – თბილისის სტიქია ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მძიმე გამოცდა იყო. როგორ ჩააბარა მან ეს გამოცდა? – მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, რომლის სადაზღვევო ინდუსტრიასაც ისეთი თანადგომა გაეწიოს დაზღვეულებისთვის და ისეთი სწრაფი რეაგირება ჰქონოდა მომხდარზე, როგორიც თბილისის სტიქიის შემდეგ ქართულ სადაზღვევო სექტორს ჰქონდა. ფიზიკური პირების შემთხვევაში უკვე ზარალის 80 პროცენტია გადახდილი.…