„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს
„ჯიპიაი ჰოლდინგში” ზარალების დარეგულრიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება – დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ. „ჯიპიაი ჰოლდინგის” ანაზღაურების მენეჯერები სტიქიის ღამეს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაზარალებულების დახმარებას. ცხელ ხაზზე ასამდე შეტყობინება შემოვიდა, ძირითად შემთხვევაში ზარები ბინებისა და მანქანების დატბორვით დაზიანებას ეხებოდა. პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: „13 ივნისის მოვლენებით ასობით ჩვენი…










