მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული

13-17 მარტს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე-15 მარტი- მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება. საქართველოს საფინანსო სექტორი კი, ამ საერთაშორისო ტრადიციას პირველად 2021 წელს შეუერთდა. მეორე წელია, რაც  სადაზღვევო ინდუსტრია ასოციაციასთან ერთად…

არავინ იცის, ვინ რა სადაზღვევო პაკეტს ჰყიდის – დევი ხეჩინაშვილი უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის საჭიროებაზე

სავალდებულო უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის ამოქმედების აუცილებლობაზე სექტორი წლებია საუბრობს, თუმცა ბოლო პერიოდში საკითხი უფრო აქტუალური გახდა. როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა ესაა მომხმარებლების დაცვის საუკეთესო მექანიზმი. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მსგავსი პაკეტის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი თანხები იქნება სოლიდური და მათი უფრო მეტად მიზნობრივად  მიმართვა გახდება …

„აუცილებელი სერვისი, რომელიც საქართველოს გარდა ყველა ქვეყანაშია“ – ავტომფლობელებისთვის შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გა

სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, შესაძლოა მალე სავალდებულო გახდეს, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. მთავრობის გეგმაში აღნიშნულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ცვლილების მისაღებად საუკეთესო…

როგორი იყო სადაზღვევო სექტორისთვის 2022 წელი, რა გამოწვევები რჩება და რა მოლოდინებია სამომავლოდ

როგორი იყო სადაზღვევო სექტორისთვის 2022 წელი, რა გამოწვევები იყო და  რას მოლოდინებია სამომავლოდ – ამის შესახებ რადიო კომერსანტის ეთერში სადაზღვევო ასოციაციის  ხელმძღვანელმა  დევი  ხეჩინაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სადაზღვევო სექტორი კარგი ზრდის მქონე ინდუსტრია არაა, თუმცა არსებულ რთულ ვითარებაში სტაბილურობას ინარჩუნებს. მისივე განცხადებით, სექტორის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვევით მოცვა არ…

სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება

სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა „სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა, ზოგადად საფინანსო სექტორისგან და სადაზღვევო სექტორისთვის 1 წლით გადავადდება „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა“. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან…

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია – დევი ხეჩინაშვილი

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. კლინიკების დაფინანსების DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს VIP მომსახურებას აღარ დაუფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს თვითონ ან თუ დაზღვეულია, კერძო სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.…

„ეს სერვისია და არა საჩუქარი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, საქართველოს გარდა“ – რას ითხოვს სადაზღვევო ბიზნესი

სადაზღვეო სექტორი ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია, ამოქმედდება თუ არა ავტო მფლობელებისათვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის მექანიზმი. რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე„ დაღვევის ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხიჩინაშვილი ამბობს, რომ ახლა ცვლილების მისაღებად საუკეთესო დროა. „ჩვენი სექტორის მთავარი გამოწვევა, წლების განმავლობაში, არ შეცვლილა. სადაზღვეო ურთიერობების განვითარებას არ ჰყავს ლოკომოტივი, რომელიც წინ წაწევს. არადა, მთელს მსოფლიოში პრაქტიკა ასეთია,…

პირდაპირ უნდა ითქვას, არავითარი ინტერესი მიგრანტების მხრიდან დაზღვევის შეძენის ნაწილში არ არსებობს – დევი ხიჩინაშვილი

ქვეყანაში მიგრანტების გაზრდილი ნაკადი სადაზღვევო სექტორის მიმართვინობაზე არ ასახულა – ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. დევი ხიჩინაშვილის თქმით, ახლა ქვეყანაში საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს და არის შემთხვევები, როცა მიგრანტები სამედიცინო მომსახურების თანხას არ იხდიან. „პირდაპირ უნდა ითქვას, არავითარი ინტერესი მიგრანტების მხრიდან დაზღვევის შეძენის ნაწილში არ არსებობს. არის…

კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონპროექტის მიღება შემოდგომაზე იგეგმება – რა რეკომენდაციები აქვს სადაზღვევო სექტორს?

აზიის განვითარების ბანკმა თბილისში კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონპროექტის განხილვას უმასპინძლა ბაზრის მონაწილეებთან. კონსულტაციის თანაორგანიზატორი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. როგორც ADB-ში აღნიშნავენ, სადაზღვევო კომპანიებთან, აქტივების მმართველ ორგანიზაციებთან და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული მოსაზრებები და უკუკავშირი გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის მომზადების პროცესში. რა სიახლეები ამ მიმართულები, რა შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა…

„ევროკავშირი წლებია ამას ითხოვს“ – სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში, რომ დადგა იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მოცემული, ფაქტია და ამ თემაზე პოლიტიკოსების განხილვები გრძელდება. მაგრამ ევროკავშირის მიერ დადგენილი პუნქტების პარალელურად, არაერთი საკითხია რომლის მოგვარებაზეც ქვეყანამ სტატუსის მიღების გზაზე უნდა იზრუნოს, სწორედ ერთ-ერთი მათგანი სავალდებულო დაზღვევაა, რაც ასევე წლებია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა. საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის…