#218 დადგენილების ფინანსური მაჩვენებლები

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის 218-ე დადგენილების* ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების დანახარჯების სტრუქტურისა და ჰოსპიტალური მომსახურების სიხშირის შესახებ.საანგარიშო პერიოდი 2013 წელი იანვარი – დეკემბერი * სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, სახალხო არტისტების , სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო…

თანხას იმ მომსახურებაში, რომელიც მისთვის არ გაუწევიათ და რატომ უძვირებს პაციენტს ოპერაციის ღირებულებას კლინიკის ფართო დერეფნებ

ჯანდაცვა რომ დიდი ფუფუნებაა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ტყავზეც იციან. მეორე მხრივ, მაინცდამაინც, ვერც დაზღვევის კულტურით გამოვირჩევით, თუმცა, რომც გამოვირჩეოდეთ, რაკი ინდივიდუალური დაზღვევა კორპორატიულზე ძვირი ჯდება, დაქირავებით დასაქმებული კი, ორ მილიონზე მეტი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 550 000-ია, ჯანმრთელობას სრულფასოვნად მაინც ვერ დავიზღვევთ. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო სექტორი არ ვითარდება. როგორია ჩვენი ჯანდაცვის დაზღვევის პერსპექტივა, რამდენად ადეკვატურია სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და აქვს თუ არა დაზღვეულებსა და დასაზღვევებს მართებული მოლოდინები სადაზღვევო სექტორისადმი –  თემას სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განგვიმარტავს.– სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ იმიტომ ხომ არ გააძევეს ბაზრიდან, რომ მომსახურების კომფორტული პირობები ჰქონდა? ანუ, ისარგებლებდი სამედიცინო მომსახურებით და შემდეგ კომპანია გინაზღაურებდა თანხას შენი სადაზღვევო პაკეტის შესაბამისად.– არა,უბრალოდ, „იმედი L-მა“ საკუთარ თავზე ჰოსპიტალური მშენებლობის ძალიან დიდი ვალდებულება აიღო –  ათი საავადმყოფოს აშენება.– აიღო თუ ააღებინეს?– იბრძოლა იმისთვის, რომ აეღო. არის მოსაზრება, რომ სადაზღვევოებს საავადმყოფოების მშენებლობა აიძულეს, მაგრამ, რეალურად, შემდეგ, მათ,  ყველამ, იბრძოლეს ამ უფლების მოსაპოვებლად. მართალია, დაინახეს ამაში რისკიც, მაგრამ, დაინახეს დიდი შანსიც.– მონოპოლისტობის შანსი: თვითონ დააზღვევს, თავის კლინიკაში უმკურნალებს, წამლებსაც თავის შემოტანილს გამოუწერს და სხვა და სხვა?– ეს არ არის მონოპოლისტობა, ამას მომავალში დაერქმევა „მართული ჯანდაცვა”.…

დევი ხეჩინაშვილი: ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში მხოლოდ გამოცდილ კომპანიებს დავუშვებთ

სადაზღვევო ასოციაცია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობს. კანონი, სავარაუდოდ, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს. ინფორმაციას, რომელიც www.eugeorgi.info-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის მსგავსი მოთხოვნა არ წაუყენებია. „ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას არც ევროკავშირი ითხოვს და არც  ლოგიკა“, – ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, – „ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება – თუ უნდა დაზღვევა, იყიდოს, თუ არ უნდა, ძალით არ უნდა აყიდინო“. www.eugeorgi.info კანონპროექტის შესახებ ინფორმაციისთვის სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილს დაუკავშირდა. –ბატონო დევი, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ დიდი  ვნებათღელვა მოჰყვა. ჩვენი მკითხველის და მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება სადაზღვევო კომპანიების და მთავრობის სურვილია და ამ კანონის ამოქმედებას  ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს, მითუმეტეს ასეთი ფორმით და ასე სწრაფად, თითქმის 1 წლის შემდეგ. ცნობილია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ბევრი ვალდებულების შესასრულებლად  მოსამზადებელი პერიოდი ექნება, რომლის ხანგრძლივობაც რამდენიმე წლით იქნება განსაზღვრული. –მოლოდინი, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, არც გვქონია. გადასახადი არავის უყვარს. არავის მოსწონს დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადახდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ გადასახადების გადახდა საჭიროა. ოპონენტებს უნდა დავეთანხმო:…

ტრეინინგი რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში

დაზღვევის, პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრი– IPECC  გაცნობებთ, რომ 2014 წლის თებერვლიდან დაზღვევის, პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრი–IPECC იწყებს ტრეინინგებს რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში. ცენტრი დაფუძნდა 2011 წლის15 მარტს. ცენტრის მიზანია დაზღვევის სფეროში  პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება. ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს და ატარებს ტრეინინგ კურსებს. კურსი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების პირთათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის გაღრმავება, ასევე…

#218 დადგენილების ფინანსური მაჩვენებლები

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის 218-ე დადგენილების* ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების დანახარჯების სტრუქტურისა და ჰოსპიტალური მომსახურების სიხშირის შესახებ.საანგარიშო პერიოდი სექტემბერი 2012 – სექტემბერი 2013 * სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, სახალხო არტისტების , სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო…

#165 დადგენილების ფინანსური მაჩვენებლები

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის 165-ე დადგენილების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების დანახარჯების სტრუქტურისა და ჰოსპიტალური მომსახურების სიხშირის შესახებ.საანგარიშო პერიოდი სექტემბერი 2012 – სექტემბერი 2013 *0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და…

#218 დადგენილების ფინანსური მაჩვენებლები

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის 218-ე დადგენილების* ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების ზარალიანობის მაჩვენებლების შესახებ. საანგარიშო პერიოდი იანვარი – სექტემბერი 2013 * სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, სახალხო არტისტების , სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

#165 დადგენილების ფინანსური მაჩვენებლები

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის 165-ე დადგენილების* ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების ზარალიანობის მაჩვენებლების შესახებ. საანგარიშო პერიოდი სექტემბერი 2012 – სექტემბერი 2013  *0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა…

დევი ხეჩინაშვილი: „საყოველთაო ჯანდაცვის“ მესამე ეტაპის შესახებ სადაზღვევო კომპანიები განმარტებებს ითხოვენ

ქართული სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მესამე ეტაპის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაში არიან – ამ განცხადებას „კომერსანტთან“ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი აკეთებს. დევი ხეჩინაშვილის თქმით, კომპანიები ითხოვენ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რათა ნათელი იყოს რა პირობებით შეიძლება ამოქმედდეს პროგრამის მესამე ნაწილი. მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის განცხადებები რომ საკითხები კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება. საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი საქართველოში 28 თებერვალს, ხოლო მეორე 1 ივლისს ამოქმედდა. როდის ამოქმედდება ან ამოქმედდება თუ არა საერთოდ პროგრამის მესამე ეტაპი, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მთავრობას არა აქვს.