All About Insurance N5

გვიხარია, რომ კვლავინდებურად გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მკითხველს დაზღვევაზე ვესაუბროთ. ტრადიციულად ამ ნომერშიც, თქვენ გაეცნობით ქართული სადაზღვევო კომპანიების სიახლეებს, სადაზღვევო ბაზარზე ტენდენციებს. ამ ნომერში საუბარი გვექნება, ასევე, სადაზღვევო გზამკვლევის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომელიც სექტემბრიდან დაზღვეული მოსახლეობის ინფორმირებულობის დონესა და დაზღვევის მიმართ განწყობებს სწავლობდა. ამ ნომერში ჩვენი სტუმარი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ბატონი თენგო…

All About Insurance N4

უკვე მეოთხე ჯერია მოგმართავთ ჩვენს ერთგულ მკითხველს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. უკვე მეოთხედ ავკრიფეთ ყველა სტატია, დავამუშავეთ დიზაინი, გადავიკითხეთ სიზუსტითვის, დავაკაბადონეთ და გამოვეცით ჩვენს ინტერნეტ სივრცეში. ჟურნალიც თითქოს მზად არის, მაგრამ იმისთვის რომ ის საბოლოო  გამზადდეს, მას ერთი რამ აკლია – მკითხველის მიერ მისი „დაგემოვნება“. იმედს ვიტოვებთ, რომ ნამუშევარი ისევ გემრიელი გამოგვივიდა და რეცეპტის…

“All About Insurance” -ის მესამე ნომერი

ძვირფასო მკითხველო, ჩვენი ჟურნალი კვლავინდებურად განაგრძობს დაზღვევაზე უახლესი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას. ეს ჩვენი ჟურნალის რიგით მესამე ნომერი გახლავთ.ტრადიციულად ამ ნომერში თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ სადაზღვევო კომპანიების სიახლეებს, საზღვარგარეთში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, სახალისო ფაქტებს დაზღვევიდან, ცნობილი ადამინების უცნაურ დაზღვევებს და ა.შ. გარდა ამისა, ამ ნომერში საუბარი გვექნება სახელმწიფოს ახალ ინიციატივაზე – ჯანმრთელობის დაზღვევის…

“All About Insurance” -ის მეორე ნომერი გამოვიდა!

“All About Insurance” კვლავინდებურად აგრძელებს მისი მკითხველისათვის უახლესი, უტყუარი და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას დაზღვევის სხვადასხვა თემებზე. ამ ნომერში ჩვენი მკითხველი გაეცნობა სადაზღვევო კომპანიების ივლისის თვის სიახლეებს, შეიტყობს 90-იანი წლებიდან მოყოლებული თუ როგორ ვითარდებოდა ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში, „სადაზღვევო გზამკვლევისგან“ მიიღებს სასარგებლო რჩევებს დაზღვევის მოხმარების წესებზე, ჩვენი ექსპერტისგან შეტყობს თუ რა პრინციპებს ეფუძნება დაზღვევა,  გაეცნობა მსოფლიოში ერთ-ერთ…

პირველი ქართული ჟურნალი დაზღვევის თემაზე

“საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია” უკვე 16 წელია რაც საქართველოში დაზღვევის განვითარებაზე ზრუნავს. გამომდინარე იქიდან, რომ დაზღვევა უკანასკნელ პერიოდში “მასიური მოხმარების პროდუქტად” იქცა, საინტერესოდ ჩავთვალეთ  დაზღვევის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის, შეგვექმნა ჟურნალი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა საინტერესო და უახლესი ინფორმაცია დაზღვევის შესახებ. “საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” ჟურნალი – “All about Insurance” პირველ ხანებში ელექტრონული სახით გამოვა. ჟურნალი საშუალებას მოგცემთ,…

კორპორატიული დაზღვევა და რისკ მენეჯმენტი

ЕВРАЗИЙСКИЙ ФОРУМ    КОРПОРАТИВНОЕ СТРАХОВАНИЕ И РИСК-МЕНЕДЖМЕНТ    11-12 октября, 2012    Алматы, Казахстан    ОБЗОР МЕРОПРИЯТИЯ:    Сегодня многие компании осознают острую необходимость в системном управлении корпоративными рисками и в страховании данных рисков. Роль риск-менеджмента в компаниях неумолимо растет в связи с повышением конкуренции на внутренних и внешних рынках, и нестабильной экономической ситуацией в…

თანხას იმ მომსახურებაში, რომელიც მისთვის არ გაუწევიათ და რატომ უძვირებს პაციენტს ოპერაციის ღირებულებას კლინიკის ფართო დერეფნები

ჯანდაცვა რომ დიდი ფუფუნებაა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ტყავზეც იციან. მეორე მხრივ, მაინცდამაინც, ვერც დაზღვევის კულტურით გამოვირჩევით, თუმცა, რომც გამოვირჩეოდეთ, რაკი ინდივიდუალური დაზღვევა კორპორატიულზე ძვირი ჯდება, დაქირავებით დასაქმებული კი, ორ მილიონზე მეტი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 550 000-ია, ჯანმრთელობას სრულფასოვნად მაინც ვერ დავიზღვევთ. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო სექტორი არ ვითარდება. როგორია ჩვენი ჯანდაცვის დაზღვევის პერსპექტივა, რამდენად ადეკვატურია სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და აქვს თუ არა დაზღვეულებსა და დასაზღვევებს მართებული მოლოდინები სადაზღვევო სექტორისადმი –  თემას სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განგვიმარტავს.– სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ იმიტომ ხომ არ გააძევეს ბაზრიდან, რომ მომსახურების კომფორტული პირობები ჰქონდა? ანუ, ისარგებლებდი სამედიცინო მომსახურებით და შემდეგ კომპანია გინაზღაურებდა თანხას შენი სადაზღვევო პაკეტის შესაბამისად.– არა,უბრალოდ, „იმედი L-მა“ საკუთარ თავზე ჰოსპიტალური მშენებლობის ძალიან დიდი ვალდებულება აიღო –  ათი საავადმყოფოს აშენება.– აიღო თუ ააღებინეს?– იბრძოლა იმისთვის, რომ აეღო. არის მოსაზრება, რომ სადაზღვევოებს საავადმყოფოების მშენებლობა აიძულეს, მაგრამ, რეალურად, შემდეგ, მათ,  ყველამ, იბრძოლეს ამ უფლების მოსაპოვებლად. მართალია, დაინახეს ამაში რისკიც, მაგრამ, დაინახეს დიდი შანსიც.– მონოპოლისტობის შანსი: თვითონ დააზღვევს, თავის კლინიკაში უმკურნალებს, წამლებსაც თავის შემოტანილს გამოუწერს და სხვა და სხვა?– ეს არ არის მონოპოლისტობა, ამას მომავალში დაერქმევა…

საქართველო ყველაზე “წამალთმოყვარე” ქვეყანა?!

მსოფლიო ბანკის, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტისა და “კურაციოს” ერთობლივმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართველები მთელ მსოფლიოში  “წამალთმოყვარეობით” გამოვირჩევით და, რაც მთავარია, ეროვნული სამედიცინო დანახარჯებიდან 55%-ს სწორედ წამლებში ვიხდით(!). კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ევროპაში წამლებზე რეკორდული ფასნამატი გვაქვს და იტალია, რომელიც ევროპაში 49%-იანი მედიანური (საშუალო ფასი) ფასნამატით გამოირჩევა, დიდი უპირატესობით ჩამოვიტოვეთ უკან. საქართველოში ფასნამატი 102%-ს(!) შეადგენს და გასაკვირიც აღარ უნდა იყოს, ქართველები ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 55%-ს წამლებში რომ ვიხდით, თუმცა სპეციალისტების აზრით, ასეთი ასტრონომიული ხარჯები მხოლოდ წამლის სიძვირით როდია განპირობებული. დევი ხეჩინაშვილი, ექსპერტი: – არსებობს ეროვნული დანახარჯების სტატისტიკა, სადაც დაფიქსირებულია ჯანდაცვაზე გაწეული ყველა დანახარჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გასწია, სახელმწიფომ თუ მოსახლეობამ. კვლევამ ცხადყო, რომ 2010 წელს ჯანდაცვაზე გაწეული ეროვნული დანახარჯი შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს. ამ სამედიცინო მომსახურების დანახარჯში 55% წამალზე მოდის. მსოფლიოს რომ გადავხედოთ, გამოდის, ქართველები გიჟები ვყოფილვართ, რადგან მსოფლიოში წამალში ამხელა ფულს არავინ იხდის.  საქმე ის არის, რომ ქართველი მომხმარებლის უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს წამლის გენერიული ფორმა (წამლის პატენტი, რომელიც გაცილებით იაფია ორიგინალზე), რომლის ფასი გაცილებით დაბალია. ქართველები გაცილებით მეტ წამალსაც ვსვამთ. მაგალითად, თუ მსოფლიოში ერთი დაავადების სამკურნალოდ პაციენტს 2 სახეობის წამალი ჰყოფნის, ჩვენი პაციენტები იმავე შემთხვევაში ოთხი და მეტი სახეობის წამალს სვამენ.…

აგრო-დაზღვევა საქართველოში

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აგროდაზღვევის სექტორის წილი სადაზღვევო ბაზარზე უნდა იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარების მხრარდამხარ, რადგანაც დაზღვევის ეს ფორმა უზრუნველყოფს ფერმერის შემოსავლების სტაბილურობას და ზრდის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას.  საქართველოს ბაზარზე დღეს აგროდაზღვევის პაკეტი მხოლოდ ოთხ სადაზღვევო კომპანიას გამოაქვს, მაგრამ ინტერესი ამ სფეროსადმი ძალიან დიდია.  2012 წლის 20 თებერვლიდან 8 მარტამდე  საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ბაზაზე  USAID-ის პროექტ…

ჯორჯიან პალას ქობულეთი ავტოაქციაში ერთვება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის  ავტოაქციის ფარგლებში „დაისვენე, როცა გჭირდება“ დამატებით კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჩაერთო. ამიერიდან ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც აქციის ფარგლებში ავტომობილს დააზღვევს, შესაძლებლობა მიეცემა დაისვენოს ქალაქ ბათუმში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში და ასევე, ქობულეთში განთავსებულ სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“. აღნიშნული აქცია ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ალდაგი ბისიაის ქოლ ცენტრში შემდეგ ნომერზე: (832) 2…