გინდათ სადაზღვევო საქმის სწავლა?

ბოლო პერიოდში  აქტუალური გახდა სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე საუბარი. მათ შორის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს – კვალიფიციური კადრების ნაკლებობას – ამ სფეროს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ საქართველოში სადაზღვევო საქმის სწავლებას დიდი ყურადღება არ ეთმობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან  ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის IPECC-ს დაარსება. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის მხარდაჭერით, ცენტრი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ ტრენინგ-კურსების გავლას, სადაზღვევო…

რისთვის ემზადებიან შვეიცარიელი მზღვეველები?

შვეიცარიული უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Zurich Financial Services -მა განაცხადა, რომ მზადაა აზიის სტიქიური უბედურებების გამო, 500 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და იაპონიაში  ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, კომპანიას 500 მილიონი დოლარის გადახდა, სასამართლოს გზით, უკვე მოუწია. კომპანიის ციურიხის ოფისში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პირველადი გადახდაა და თანხა ზარალის დეტალური ანალიზის შემდეგ კიდევ…

გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს -”ალდაგი ბისიაი”

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი სოციალურ პროექტ “გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს” 2011 წელს კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებით გააგრძელებს ალდაგი ბისიაის სოციალური პროექტის „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ ფაგლებში, 7 აპრილს ახალგორის ბავშთა სახლს დაეხმარა.ალდაგი ბისიაის წარმომადგენლები საზღვარზე გადასცეს ახალგორის ბავშთა სახლის წარმომადგენლებს, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი წამლები, ფეხსაცმელები და სხვა საჭირო ნივთები. პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ 2010…

ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი ალდაგი ბისიაისგან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი თებერვლის თვეში მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და ბაზარზე  ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომი პროდუქტი გამოაქვს. 5 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე და სამომავლო გეგმებზე ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ისაუბრა.  2011 წლის განმავლობაში ალდაგი ბისიაი რამდენიმე უნიკალური სადაზღვევო პროდუქტის გამოშვებას გეგმავს, რომელზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ.აქამდე მოსახლეობას არ ჰქონდა…

მზღვეველები უსქესო კლიენტების წინააღმდეგ

2012 წლის დეკემბრიდან ევროპული სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო პოლისის ფასის დათვლისას კლიენტის სქესს მხედველობაში ვეღარ მიიღებენ- დაადგინა ევროპის სასამართლომ.  არსებული სისტემა “მამაკაცებსა და ქალებს შორის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და არასამართლებრივად უნდა იცნოს” აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. (ბლუმბერგის ციტატა). ევროკავშირმა  კანონი სქესის მიმართ თანაბარ მოქცევაზე  2004 წელს მიიღო.თუმცა მზღვეველებმა პრემიის მოცულობის დათვლის დროს სქესის გათვალისწინების შესაძლებლობა შეინარჩუნეს, მხოლოდ…

შესაძლებელი იქნება თუ არა სადაზღვევო პოლისის განვადებით შეძენა?

სადაზღვევო სექტორი პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობს. „სადაზღვევო ასოციაცია“ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ბანკებისთვის სპეციალურ შეთავაზებაზე მუშაობს, რომელიც პოლისების განვადებით შეძენას გულისხმობს. პოლისების ხელმისაწვოდმობის და საცალო გაყიდვების სტიმულირებისთვის ასოციაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მათ შორის ბანკებთან თანაშრომლობაცაა. თუმცა, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ასეთ პროდუქტს საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ექნებოდა და წლიურ 36-40%–მდეც ავიდოდა. ამიტომ…

უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი მაღაროელებისთვის

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” დღეს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას კომპლექსური სადაზღვევო მომსახურების შესახებ.  სადაზღვევო პროგრამა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი „საქნახშირის“ ყველა თანამშრომელს ეხება და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ ”ჯიპიაი ჰოლდინგისა” და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მენეჯმენტი თავად წარუდგენს მაღაროელებს დაზღვევის პირობებს.  ზაზა სადუნიშვილი, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი…

ფრანგული კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა

ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ფრანგული სადაზღვეო კომპანია შემოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საფრანგეთში სტუმრობისას, სადაზღვეო კომპანია “COFACE”-ში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდა. “COFACE”-ის მენეჯმენტმა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ათვისების სურვილი ღიად დააფიქსირა. ფრანგული კომპანია “COFACE” სადაზღვეო ბაზარზე 1946 წელს შევიდა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, “COFACE”-მ 2010 წელს რუსეთის სადაზღვეო ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზიაც მიიღო.2009…

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია 15 წლისაა!!!!

2001 წლის 21 მარტს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას დაფუძნებიდან 15 წელი შეუსრულდა. ჩამოყალიბების პერიოდიდან – 1996 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდში სადაზღვევო ასოციაცია  ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ პროფესიულ კავშირად ჩამოყალიბდა, რომლის უპირველეს მიზნებად დაფუძნების დღიდანვე დასახულია: საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნილების გაზრდა; სადაზღვევო ინდუსტრიის, როგორც მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული და მაღალი ანაგარიშვალდებულებით გამორჩეული სექტორის, ჩამოყალიბების ხელშეწყობა;დაზღვევის და…