ევროპაში დაზღვეულთა რაოდენობა პროცენტულად, საქართველოსთან შედარებით, 4-5–ჯერ მეტია – დევი ხეჩინაშვილი

„დაზღვევის დღე ეს არის პროფესიის დღე, ეს არ არის ბიზნესის დღე,  ეს არ არის სადაზღვევო  ურთიერთობების დღე“, –  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პროფესიული დღის  აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაზღვევის,  როგორც პროფესიის თვითდაჯერება, ასევე, მის მიმართ განმტკიცდეს საზოგადოებრივი აღიარება. „დაზღვევის დღის აღნიშვნა იყო…

წელს საქართველოში დაზღვევის დღის აღნიშვნის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი წელს ჩაეყარა ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და მასთან არსებული ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას…

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი სახელწოდებით “მეტი დაცვა და ნაკლები რისკი” დასრულებულია. კონკურსი მიეძღვნა 2 მაისს, დაზღვევის დღეს საქართველოში და მისი მიზანი იყო მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.   კონკურსი ითვალისწინებდა ნამუშევრების მიღებას ორ კატეგორიაში: კატეგორია  “პოსტერი და სლოგანი” და კატეგორია “ბლოგი”. კონკურსში…

ბლოგის გამარჯვებულები და კონკურსგარეშე რჩეულები

I ადგილი – ნათია როსტიაშვილი – ბლოგისთვის “რა დავაზღვიოთ, თავო ჩემო?” II ადგილი – ავდინა ჯაოშვილი – ბლოგისთვის “როგორ დასრულდებოდა ზღაპრები, პერსონაჟებს დაზღვევა რომ ჰქონოდათ?” პრიზები და დაჯილდოება კონკურსის პირობების შესაბამისად, 1-ელ ადგილზე გასულ გამარჯვებულებს 2,000 ლარის ოდენობის, ხოლო მე-2 ადგილზე გასულ გამარჯვებულებს 1,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცემათ. გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება 2 მაისს, დაზღვევის…

2021 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები

ინფორმაცია 2021 წლის დაზღვეული ნაკვეთების შესახებ.                                                                                     “სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია”

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი: ინდუსტრია მუშაობს, დიდი რყევები არ არის

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სადაზღვევო ინდუსტრიის 2021 წლის 6 თვის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოგებაზე საუბარი ნახევარი წლის მონაცემების საფუძველზე,არაკორექტულია. „რაც ახლა კარგად ჩანს არის ჯანმრთელობის დაზღვევა. მას ჩვენს ბაზარზე ყველაზე დიდი წილი აქვს, ყველაზე დიდი ზარალიანობითაც გამოირჩევა, გასულ წელთან შედარებით ამ ნაწილში გაზრდილია ზარალიანობა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი შემცირებული…