პლასიდო დომინგოს საქართველოში მოგზაურობა ”ჯიპიაიმ” დააზღვია

“ჯიპიაი ჰოლდინგმა”  ქ. ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტის სადაზღვევო მხარდაჭერა უზურნველყო. ნინო კობახიძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი: ”ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია, რომ მონაწილეობა მივიღეთ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელვან მოვლენაში. მსგავსი ღონისძიების ორგანიზება ყოველთვის დიდი ძალისხმევას მოითხოვს და კომპლექსურ რისკებთან არის დაკავშირებული. მოხარეულები ვართ, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში.”სადაზღვევო…

იმედი-ელ-მა საავადმყოფოების მშენებლობა უკვე დაიწყო

აჭარას 2011 წლის ბოლოს 6 ახალი,  თანამედროვე საავადმყოფო ექნება. საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელ”–მა  საავადმყოფოების მშენებლობა  უკვე დაიწყო. ქობულეთში 60 საწოლიანი, ჩაქვში, ქედაში, შუახევსა და ხულოში  20–30, ხოლო ბათუმში 90 საწოლიანი ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლინიკები ექსპლუატაციაში 2011 წლის ბოლოს  შევა და ერთდროულად 300–მდე პაციენტს მოემსახურება. მშენებლობის პროცესს  ადგილზე საქართველოსა და აჭარის  ჯანდაცვის მინისტრები და ”იმედი…

კასკო დანაზოგი ოჯახისთვის

დაზღვევის საერთაშორისო  კომპანია ,,ირაო’’-მ ავტომობილის დაზღვევის ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს – ,,კასკო დანაზოგი ოჯახისთვის” –ოჯახის ნებისმიერი 2 წევრის ავტომობილის დაზღვევა 1-ის ფასად.დაზღვევის საერთაშორისო  კომპანია ,,ირაო’’ – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, აქტიურად აგრძელებს საცალო ბაზარზე ოპერირებას და ბაზრის მოთხოვნებიდან და მომხმარებელზე ორიენტირებულობის პრინციპიდან გამომდინარე, ,,ირაო”-მ ოჯახი ცალკე მიზნობრივ სეგმენტად გამოყო და ამის მიხედვით  ავტომობილის დაზღვევის ახალი პროდუქტი…

“ირაო” საავადმყოფოების მშენებლობას იწყებს

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია,,ირაო’’  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად იწყებს საავადმყოფოების მშენებლობას. საავადმყოფოების მშენებლობა 2011 წლის  დეკემბრისთვის დასრულდება.პროექტის მიხედვით, ყველა მრავალპროფილიანი საავადმყოფო იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით და უპასუხებს დადგენილ სტანდარტებს. კომპანიისათვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენს.როგორც საავადმყოფოების ადმინისტრაციული მმართველობის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტების საკითხში აქცენტი ადგლობრივ კადრებზე გაკეთდება. პროექტის დაწყების…

დაზღვევა ჯვრისწერის დროს უარის მიღებისგან

ზოგიერთი ამერიკული კომპანია სრულიად ჩვეულებრივ კლიენტებსაც კი არაჩვეულებრივ სერვისებს სთავაზობს. ამერიკელები ძალიან ხშირად ეზღვევიან არასასურველი დაორსულებისგან და იუმორის გრძნობის დაკარგვისგან. ახლახანს, მსხვილმა ჰოლანდიურმა სადაზღვევო კომპანიამ თავის კლიენტებს შესთავაზა ახალი პროდუქტი: ლიფტში გაჩედვისგან, არასამართლიანი დაპატიმრებისგან, ან ჯვრისწერის დროს მოულოდნელი უარის მიღებისგან, “თავის დასაცავად”. კომპანია ასევე სთავაზობს შეიძინონ პაკეტი, რომელიც ქუჩაში ფარული კამერით გადაღებისგან დააზღვევს.

რატომ არის სადაზღვევო საქმის სწავლა არაპოპულარული?

საქართველოში სადაზღვევო საქმის შესწავლა ნაკლებად პოპულარულია. სტუდენტები ძირითად ყურადღებას საბანკო საქმის შესწავლას უთმობენ. სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე გავრცელებული გამოკითხვის შედეგებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძეც ეთანხმება. მისი თქმით, საქართველოში დაზღვევა, როგორც დარგი, ნაკლებად ისწავლება. დაზღვევის სამაგისტრო პროგრამა მხოლოდ ერთ ინსტიტუტს აქვს. ამიტომ ცალკეულ სადაზღვევო კომპანიებს, მათ შორის „ალდაგს“ საკუთარი სასწავლო პროგრამა აქვს შემუშავებული, რომლის…

სადაზღვევო გზამკვლევის პრეზენტაცია

2010 წლის 1 ნოემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხში ჩატარდა საჯარო განხილვა თემაზე „ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა, კმაყოფილება და საფრთხეები“, რომელიც  მოაწყო კვლევითმა საგანმანათლებლო ორგანიზაციამ „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ (PSI).დისკუსია გაიმართა სამი კვლევის შედეგებისა და სსიპ „ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური“-ს სტატისტიკის საფუძველზე. კვლევები ჩატარდა 2010 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT Research–ის, გამოყენებითი კვლევების კომპანია…

“ალდაგი ბისიაი” სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზრის ლიდერია

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურაში 6,39%-იანი წილით მესამე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბაზარზე მოქმედმა 16 სადაზღვევო კომპანიიდან 12-მა 2010 წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობაში 14,222 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 14,715 მლნ ლარი იყო. დაზღვევის ამ სახეობაში მიზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებლის მიხედვით, პიორველ ადგილზე კომპანია…

სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი” -ის ახალი აქცია

კომპანია ”ალდაგი ბისიაის” ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის განმავლობაში დააზღვევს ავტომობილს, საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 2-დღიან საგზურს მიიღებს. “ალდაგი ბისიაის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ივჩენკოს ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება თავად აირჩიოს, სად გაატაროს სასიამოვნო “უიქენდი” – ბათუმის შერატონში, სასტუმრო გუდაურში, M Group-ის კურორტ ყვარლის ტბაზე თუ ბაკურიანში.ამავდროულად, აქციის ფარგლებში “ალდაგი ბისიაის” მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ავტომანქანა განახევრებული…