მოსალოდნელი სტიქიები პატარა კომპანიებს დააზარალებს

ატლანტიკის რეგიონში ქარიშხლების წლევანდელი რაოდენობა ისტორიის მანძილზე ყველაზე აქტიურად ფასდება, რაც სადაზღვევო სისტემის დაზარალებას გამოიწვევს – წერს Financial Time ამერიკის სანაპიროებზე მოსალოდნელი ქარიშხალი სახელწოდებით “Earl” უკვე მესამე სტიქიაა, თუმცა სეზონი ახლახანს დაიწყო. ამ წლის პირველი ნახევარი მსოფლიო სადაზღვევო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა როგორც თებერვლის ჩილეს დამანგრეველი მიწისძვრის ასევე ზამთარსა და ზაფხულში ევროპაში წყალდიდობების გამო.…

სომალელი მეკობრეების აქტიურობამ სადაზღვევო ტარიფების დაწევა გამოიწვია

2008 წელს სომალელი მეკობრეების მიერ ბრიტანული გემის “ტრინიდადის”  ყურეში მოტაცების შემდეგ სატვირთო გემის საზღვაო რეისის დაზღვევა 5 მილიონის ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებს 15 ათასი დოლარი უჯდებათ – განაცხადა უილიამ მილერმა, ლონდონის Willis  Group Holding-ის მოტაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნისგან დაზღვევის განყოფილების უფროსმა. მეკობრეების თავდასხმების გახშირების ფონზე დაზღვევის თანხის უკიდურესად შემცირების მიზეზი სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიების გამოჩენა გახდა. სადაზღვევო…

Prudential- ის სიცოცხლის დაზღვევა 850 მილიონ დოლარად შეაფასეს

ამერიკაში სიცოცხლის დაზღვევის სიდიდით მეორე კომპანია  Prudential Financial Inc. თავისი განყოფილების გაყიდვას 850 მილიონ დოლარად აპირებს. სწორედ ეს განყოფილება, ოღონდ ორჯერ ნაკლებად ფასად, კომპანიამ 2004 წელს შეიძინა. სიცოცხლის დაზღვევის ამხელა განყოფილების გაყიდვა, ექსპერტების აზრით, ქვეყანაში საბროკერო კომპანიებს შორის კონსოლიდაციის ტალღას ააგორებს. დღესდღეობით დაახლოებით 100 ასეთ კონკურენტს ითვლიან. განყოფილების გაყიდვის მიზეზად კომპანია არაპროფილური აქტივების მოშორებას ასახელებს.…

მედიაში ყველაზე აქტიური სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაი“-ა

კომპანია ”ტერა მედიამ” გაზეთ “ფაინენშელის” დაკვეთით  მედიაში სადაზღვევო კომპანიების და მათი ბრენდების აქტიურობის ექვსი თვის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, აქტივობის მხრივ კვლავ ლიდერობენ „ალდაგი-ბისიაი“, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, „ალფა“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „ირაო“ და „იმედი ელ“-ი. ცვლილება მხოლოდ „იმედი ელ“-ის და „ირაოს“ მონაცვლეობაში აისახა: „იმედი ელ“-მა პოზიცია „ირაოს“ დაუთმო.  კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სფეროს აქტივობა განაპირობებს…

„პეგასუსის“ მგზავრებს „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დააზღვევს

”ჯიპიაი ჰოლდინგი” ავია კომაპნია ”პეგასუსთან” ერთად საქართველოში უპრეცედენტო პროექტს იწყებს:„პეგასუსის“ ყველაზე იაფი ბილეთის მფლობელი დაზღვევას უფასოდ მიიღებს. ავია ბილეთების რეალიზაციას „ჯორჯიან ავია სერვის ეჯენსის“ განახორციელებს. „ჯი პი აი“ კი, რომელიც საქართველოში „პეგასუსის“ ექსკლუზიური წარმომადგენელია, უზრუნველყოფს, რომ ყველა ბილეთს გარანტირებულად ახლდეს მოგზაურობის გადადება–გაუქმების, ფრენის შეფერხების, ბიზნეს-მივლინების და ბარგის დაკარგვის დაზღვევა. თურქული ავია კომპანია ”პეგასუსი” ფრენას 10…

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი ინიციატივა

2010 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნას. პროექტის – “თანამშრომლობა სადაზღვევო კულტურის ასამაღლებლად ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის განათლების მეშვეობით” – მიზანს წარმოადგენს ასევე როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნის ხელშეწყობა, ასევე მომხმარებლის ცოდნის და უნარ-ჩვევების…

ჯანდაცვის ახალი მინისტრი დაზღვეულებს დაიცავს

ჯანდაცვის ახალი მინისტრი სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა უფლებების დაცვას ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. მინისტრის პრიორიტეტებს შორისაა ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა. ურუშაძე მუშაობას სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან ერთად გეგმავს, რადგან ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. პრემიერმაც ჯანდაცვის ახალ მინისტრს პირველი დავალება მისცა. ურუშაძემ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების  პროექტი უნდა დაასრულოს და რეგიონებში 46 ახალი კლინიკის…

ცნობილი ადამიანების სადაზღვევო ახირებები

პირველად ცნობილი ადამიანებიდან სხეულის ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი 120 ათას დოლარად მკერდი, სოფი ლორენმა დააზღვია. ასევე ცნობილმა ლამაზმანმა ჯინა ლოლობრიჯიდამ კი გადაწყვიტა, რომ მისი მკერდი გაცილებით ძვირი – 600 ათასი დოლარი ღირდა. მომღერალ მადონას მოუნდა ყველასთვის გადაესწრო. მაგრამ სადაზღვევო კომპანიებმა მას უარი უთხრეს, რადგანაც გადაჭარბებულად მოეჩვენათ მისი წინადადება – მკერდი 12 მილიონ დოლარად დაეზღვია. მათ…

სამედიცინო დაზღვევის ახალი სქემა

სან-ფრანცისკო მალე შესაძლოა გახდეს ერთადერთი ადგილი, სადაც დასაქმებულ ადამიანს სქესის შეცვლას დაზღვევა დაუფინანსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მერიის საბჭო სამედიცინო დაზღვევის ახალ სქემას მოიწონებს. სამი კერძო სადაზღვევო კომპანია უკვე მზადაა, როგორც ოპერაციის თანხა, ისე ჰორმონალური პრეპარატები და ფსიქოლოგის სამსახურისთვის დახარჯული თანხა დააფინანსოს. ადამიანის უფლებების დამცველმა კომისიამ სამედიცინო დაზღვევის ასეთი სქემა ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოადგინა.…