შიდა ქართლში მცხოვრებ ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს
2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. გორში, პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. პროგრამის მენეჯერმა ფერმერებს შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე 50%. აგროდაზღვევის პროგრამის…










