დევი ხეჩინაშვილი: სადაზღვევო სექტორზე კოვიდის მეორე ტალღის შედეგები ჯერ კიდევ არ ასახულა [31.12.2020]
„კოვიდის მეორე ტალღის შედეგები ჯერ კიდევ წინ არის, სადაზღვევო სექტორის ხარჯი გაზრდილია,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ეპიდემიის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების იმაზე დიდი რაოდენობაა ჩართული, ვიდრე დაანონსებული იყო. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სანამ ვითარება ასე დამძიმდებოდა, პროცესში ჩართული იყო ჯამში 50-60 ოჯახის ექიმი.
„გრინ დაზღვევა საქართველომ“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო, შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს სრული სპექტრის, უნივერსალური დაზღვევები.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკა ცენტერაძემ განმარტა, აღნიშნული სიახლის მეშვეობით „გრინ დაზღვევა საქართველო“ მათ შორის საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებს მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს შესთავაზებს.
სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ონლაინკლინიკების მართვის კუთხით სადაზღვეო კომპანიების ჩართულობა,ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვეო კომპანიებისა და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ოჯახის ექიმების როლი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია.