ისტორია

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია დაარსდა 1996 წელს და წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის კავშირს. წლების განმავლობაში ასოციაცია ასრულებს მნიშვნელოვან როლს დაზღვევის განვითარებასა და შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი ბაზის შექმნა-დანერგვაში. გააჩნია ლობირება-ადვოკატირების დიდი გამოცდილება და განიხილება სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებული პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ და ავტორიტეტად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მედიასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციულად მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასოციაცია არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სიახლის ინიციატორი და განმახორციელებელი. რეგულარულად მონაწილეობს სადაზღვევო თემატიკასთან დაკავშირებულ განხილვებში საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. საპროექტო საქმიანობის დიდი გამოცდილებით, იგი გახლავთ რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების ინიციატორი და მონაწილე. ასოციაციას გააჩნია დიდი გამოცდილება როგორც პროფესიული, ისე საზოგადოებრივი განათლების განხორციელებაში და საინფორმაციო მენეჯმენტში.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia