ეთიკის კოდექსი


  • ეთიკის კოდექსი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი ყველა კომპანიისთვის, რომელსაც სურს პასუხისმგებლური კორპორატიული ქცევის მქონე პირის რეპუტაციით წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე. იგი განსაზღვრავს სადაზღვევო სექტორის განვითარების ეთიკურ ჩარჩოებს და ძირითად ფასეულობებს.
  • აღნიშნული ფასეულობები ეხება მოცემულ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ
    ყველა ტიპის ურთიერთობებს და წარმოადგენს ყველა ბიზნეს-ურთიერთობის
    საფუძველს.
  • საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ეთიკის კოდექსის ფასეულობებს სადაზღვევო კომპანიები იყენებენ იმ ქმედებებში, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე.
  • სადაზღვევო კომპანიები მუდმივ კონტაქტში არიან და თანამშრომლობენ
    საზოგადოებასთან.
  • სადაზღვევო კომპანიები ითვალისწინებენ მომხმარებელთა უფლებებს, აწარმოებენ მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ პროდუქტებს და მოქმედებენ კანონის ფარგლებში.
  • სადაზღვევო კომპანიები ტოლერანტულნი არიან და საქმიანობაში არ ეწევიან რელიგიური, კულტურული, სქესობრივი, რასობრივი, ეროვნული, ასაკობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციას.
     
  • იხილეთ ეთიკის კოდექსის სრული ვერსია
     

COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia