ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ონლაინკლინიკების მართვის კუთხით სადაზღვეო კომპანიების ჩართულობა,ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვეო კომპანიებისა და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ოჯახის ექიმების როლი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია.

XPRIMM-ის ინიციატივით გამართული ონლაინ შეხვედრა

საერთაშორისო მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაციის (XPRIMM) ინიციატივით 30 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელის  დევი ხეჩინაშვილის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  დავით ონოფრიშვილის,  სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის  გიორგი ბარათაშვილის და სადაზღვევო კომპანია „არდი“-ს  აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ჩართულობით. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც  საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე  პანდემიის, კერძოდ Covid-19-ის შედეგად წარმოიშვა. ასევე ამ პრობლემების დაძლევასა და სადაზღვევო ბაზრის შემდგომი განვითარების გზებზე.

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო.
მედიაციის შედეგად მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმება შედგა "დაზღვევის მედიაციის" მეშვეობით სადაზღვევო კომპანიასა და დაზღვეულ მხარეს შორის შედგა ურთიერთშეთანხმება, რომელიც შეეხებოდა კიბოს რისკისგან დაზღვევის პროდუქტს.
სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრებს შემოუერთდა

2020 წლის 15 ივნისიდან სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან  „დაზღვევის მედიაციის“ წევრი. 
[1] 2 3 4 5
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia