სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის 9 თებერვალს მიღებული #73 დადგენილების შეჩერებას ითხოვს
დევი ხეჩინაშვილი: „დადგენილების მიხედვით ათი ათასობით ადამიანი რჩება მსხვილი, ხანდახან კატასტროფული, სამედიცინო ხარჯების დაფინანსების გარეშე - მათ უმეტესობას ჯიბიდან მოუწევთ ყველაზე ძვირ სამედიცინო სერვისებში თანხის გადახდა. ეს სავარაუდოდ, გამოიწვევს კერძო სადაზღვევო სისტემიდან ადამიანების გადინებას სახელმწიფო პროგრამაში, რითაც საბიუჯეტო დანახარჯი გაიზრდება.“

თუ ადამიანს 100 ათასად შეფასებული ქონება აქვს, წესით, ამ ქონების დასაზღვევად, წელიწადში 300 დოლარი უნდა ემეტებოდეს მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და მრავალმა ადამიანმა არამარტო სამსახური, ქონებაც დაკარგა, მოქალაქეები სულ უფრო მეტს ფიქრობენ, რა გზებით არის შესაძლებელი მოულოდნელი გაღატაკების თავიდან აცილება. ამის მიუხედავად, ფართო საზოგადოებას მაინც არ ესმის ისეთი აპრობირებული სერვისის მნიშვნელობა, როგორიც არის დაზღვევა. ყოველწლიურად, შემოსავლიდან მცირე რესურსი რომ გადადონ, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება აღარ მოუწევთ, — ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა:
ჯიპიაი ჰოლდინგმა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ერთობლივი პროექტი დაიწყეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" და "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ერთობლივი პროექტი საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.
2017 წლის 1–ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში. 
300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით - შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში.
1 2 3 4 [5] 6 7 8 9 10
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia