მსოფლიო სადაზღვევო ბაზრის ახალი მიმართულება - დაზღვევა ტერაქტისგან

გერმანიაში მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო, დაზღვევის მსურველთა რაოდენობამ ფირმა „Exstremus“ - ში საგრძნობლად მოიმატა. ტერაქტებისგან თავის დასაზღვევად, ამ კომპანიაში 7 ათასი ობიექტი და 1300 კლიენტია უკვე დაზღვეული. მათ შორის ორი ავტოკონცერნი, კომპანიების უძრავი ქონება, ბანკები, საწარმოები და თითქმის ყველა გერმანული აეროპორტი. თავისი არსებობით კომპანია უნდა უმადლოდეს მსხვილ ნაციონალურ და უცხოურ მზღვევლებს, რომლებმაც ნიუ-იორკის ტერაქტების მერე, თავისი სადაზღვევო ხელშეკრულებების „არასრულყოფილება“აღმოაჩინეს. დაზღვევა ტერაქტებისგან ნიო-იორკში მომხდარ ტერაქტებამდე კი შედიოდა ავტომატურად ავიაკომპანიების და საწარმოების სადაზღვევო პოლისებში, მაგრამ მისი ღირებულებას ჯეროვნად არავინ აფასებდა. Münchener Rück-ის მონაცამებით, 11 სექტემბრის ტერაქტი 35 მილიონი დოლარად შეფასდა. გერმანიაში მიზნობრივი დაზღვევა ტერაქტის შემთხვევაში  კომპანია Extremus-მა 2002 წელს დაიწყო. ამ საქმეში დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი პიონერები იყვნენ. 90-იან წლებში ლონდონში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა. მაშინ სადაზღვევო სისტემაში  გადაწყვიტეს, რომ არ შეეძლოთ არსებული ზარალის დაფარვა და აუცილებელი იყო  ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება. რაც იმაში მდგომარეობდა, რომ დაზღვევის ფორმაში სახელმწიფოც უნდა ჩართულიყო, რადგან როგორც წესი, ტერაქტები მიმართულია არა რომელიმე კომპანიის და ადამიანის, არამედ სახელმწიფოს მიმართ. დღეს გერმანიაშიც არის გარკვეული სახელმწიფო გარანტიები. მაგალითად, ფაბრიკაზე ან აეროპორტზე თავდასხმის დროს გარკვეული თანხა მიეწოდება კომპანია Extremus-ს, რომელიც თავის მხრივ ამ ფულს ანაწილებს. კომპანია ვალდებულია პირველ ჯერზე  თავისი სალაროდან ორი მილიარდი ევრო გამოჰყოს. შემდეგ ითვლება ერთი წლის განმავლობაში რამდენი იყო ზარალი და თუ თანხა აღემატება ორ მილიარდს, საშველად მოდის სახელმწიფო გარანტიები 8 მილიარდი ევროს ოდენობით. ომის შედეგად მიყენებულ ზარალს, ასევე ქიმიურ და ბიოლოგიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ზარალებს არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ ფარავს. საქმე იმაშია, რომ  არც ერთ ექსპერტს არ შეუძლია რეალურად შეაფასოს ეს პრობლემები და მოსალოდნელი რისკები.
08.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia