დაზღვევის მედიაციის შესახებ

  სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის დაცულობისა და კომფორტულობის ასამაღლებლად, დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების/უთანხმოების არასასამართლო გზით მხარეთა მორიგების მიზნით 2015 წლის 1 მარტს ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა“ და რვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაფორმდა შეთანხმება  „დაზღვევის მედიაციის”  შესახებ. შეთანხმებაში მონაწილეობდნენ სადაზღვევო კომპანიები:
1. სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი"
2. სს სადაზღვევო კომპანია იმედი L
3. სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი"
4. შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო"
5. შპს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი"
6. სს "სადაზღვევო კომპანია კოპენბური"
7. შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“
8. შპს ”პსპ დაზღვევა”
ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციამ“ მომართვების მიღება დაიწყო 2015 წლის 1 აპრილიდან.
2015 წლის 1 აპრილიდან „დაზღვევის მედიაციის“ შესახებ 2015 წლის 1 მარტს დადებულ შეთანხმებას შეუერთდა შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“, ხოლო 2015 წლის 4 მაისიდან შპს დაზღვევის კომპანია „უნისონი“.

დაზღვევის მედიაცია

დაზღვევის მედიაციის შესახებ მომხმარებლისთვის - გამოხმაურება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia