დევი ხეჩინაშვილი: „საყოველთაო ჯანდაცვის“ მესამე ეტაპის შესახებ სადაზღვევო კომპანიები განმარტებებს ითხოვენ
ქართული სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მესამე ეტაპის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაში არიან – ამ განცხადებას „კომერსანტთან“ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი აკეთებს. დევი ხეჩინაშვილის თქმით, კომპანიები ითხოვენ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რათა ნათელი იყოს რა პირობებით შეიძლება ამოქმედდეს პროგრამის მესამე ნაწილი.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის განცხადებები რომ საკითხები კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება. საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი საქართველოში 28 თებერვალს, ხოლო მეორე 1 ივლისს ამოქმედდა. როდის ამოქმედდება ან ამოქმედდება თუ არა საერთოდ პროგრამის მესამე ეტაპი, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მთავრობას არა აქვს.
04.11.2013